ცნობილმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სია, რომლებიც მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გრანდების ყურადღების ცენტრში იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ამერიკული გამოცემა პსჟ-ს სწორედ ქართველი გარემარბის შეძენას ურჩევს.
"ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, თუ რას გეგმავს "პარი სენ ჟერმენი", დიდი ალბათობით, მესი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ბუნდოვანია ნეიმარის მომავალიც. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პსჟ
მეორე ვარიანტი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. "ნაპოლი" მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონ ევროს მოითხოვს. ცხადია, "პარი სენ ჟერმენს" აღნიშნული მოთხოვნა ვერ შეაშინებს. ქართველ შემტევს თავისი საფირმო სტილი აქვს, მისი სამუშაო ეთიკა, პრესინგის თამაში და მენტალიტეტი კი ის თვისებებია, რაც პსჟ-ს ძალიან აკლია", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" გასული წლის ზაფხულს, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ცნობილი გახდა, როდის და სად გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს