ხოჭოლავას მორიგი ტიტული - ამჟამად ტრავმირებულმა ქართველმა "კოპენჰაგენის" ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" დანიის თასი მოიგო. ჩვენებურის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში "ოლბორგი" დიოგო გონსალვეშის ერთადერთი ზუსტი დარტყმით დაამარცხა.

მოგეხსენებათ, 30 წლის ქართველმა 1 თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, სეზონი ნაადრევად დაასრულა და შესაბამისად, ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ტრავმამდე კი დათიმ თასზე თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ჰობროსთან" გოლიც გაიტანა, რომლის წყალობითაც "კოპენჰაგენი" პენალტების სერიამდე მივიდა და შემდეგ გაიმარჯვა.

"კოპენჰაგენმა" ქვეყნის თასი ისტორიაში მეცხრედ, 2017 წლის შემდეგ კი პირველად მოიგო.

ქართველის კლუბს დანიის ჩემპიონატის მოგებისა და
დუბლის შესრულების კარგი შანსი აქვს. სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ხოჭოლავას გუნდი მე-2 ადგილზე მყოფ "ნორდიეისლანდს" 1 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოიძახეთ ლოჩიშვილი ნაკრებში!!!!!
ირაკლი
19 მაისი 2023 14:43
1
გველესიანი გახდა ირანის ჩემპიონი! ბევრად სჯობს ხოჭოლოავას! ერთი სტატიაც ვერ დაწერეთ, სამაგიეროთ დაწერთ სლუცკის როგორ უყვარს ტყემალი!
ტტტ
19 მაისი 2023 22:38
2
მისთვის ხო მთავარი კლუბია და არა ნაკრები!!!!!!
გიგი
19 მაისი 2023 14:33
9
ამ ნაცის ამბები ვის აინტერესებს
andro
19 მაისი 2023 21:16
9
დათა გილოცაავ !!! ჩემპიონობაც მოგველოცოს არ გინდათ რა ცუდი კომენტარები ... უაზროდ კი ახსნა არ ჩამოსვლა მარა ფაქტია მაგ ტრავმის გამო გაიკეთა ოპერაციაც ... ანუ რეალურად ალბათ კლუბმა არ გამოუშვა და ამანაც უაზროდ ახსნა ... იცოდა კოპენჰაგენმა რომ 2 - 3 თანაშზს მეტს ვერ გაქაჩავდა მანამდე შემცვლელი მოამზადეს ეს კიდე ნემსებით ათამაშეს...
Bejo
19 მაისი 2023 18:09
4
ძალიან მიკერძოებულები ხართ ამ ხოჭოლავასთან დაკავშირებით,სხვა ნაკრების ფეხბურთელს,რომ იგივე გაეკეთებინა არ აპატიებდით მთელი ცხოვრება!!!!ამას ყველაფერი ეპატიება
**
19 მაისი 2023 22:10
4
მე არ მაინტერესებს ამისი ამბები
სოსო
19 მაისი 2023 14:54
16
გამოიძახეთ ნაკრებში ლოჩოშვილი და გველესიანი!!!!!
ლადო
20 მაისი 2023 13:09
0
ამას პირადი ცხოვრების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს!!!!!მაგარი ფეხებზე მკიდია ტიპია!!
!
27 ივნისი 2023 12:08
0
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"!!
ოტია იოსელიანი
15 ივნისი 2023 21:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული