"15 მილიონად მიქაუტაძის შეძენა პრემიერლიგის კლუბებისთვის ავანტიურა არაა" - ინგლისური მედია

AutoSharing Option
caughtoffside-ში ჟურნალისტმა ჯონათან ჯონსონმა "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "საინტერესო ალტერნატივა" - პრემიერლიგის ინტერესი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ, რომელმაც 43 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრანსფერებისა და თამაშის მიხედვით ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხმამაღალი სახელები როდი ხვდებიან და გარკვეულწილად უცნობი ფეხბურთელით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ.

"მეცის" ფორვარდმა WhoScored-ის მონაცემებით 43 მატჩში 25 გოლი გაიტანა, 15 მილიონ ევროდ იქნება ხელმისაწვდომი, ძალიან დააინტერესა პრემიერლიგის ის კლუბები, რომლებიც ტრადიციულად ოთხეულში მოსახვედრად ვერ იბრძვიან, თუმცა მუდამ ცდილობენ ევროტურნირებზე გასვლას და
ფეხბურთელის სტატისტიკის გათვალისწინებით, შეიძლება მიმზიდველი ალტერნატივა იყოს მათთვის, ვინც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ჯონსონი წერს, რომ არ არის არავითარი გარანტია, რომ "მეცი" ლიგა 1-ში დაბრუნდება, მაგრამ თუ ეს მოახერხა, თავის საუკეთესო შემტევს ადვილად არ შეელევა, 15 მილიონი კი მისი შესაძლო შემძენი კლუბებისთვის არანაირ ავანტიურას არ წარმოადგენს, ვინაიდან ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავი შედეგიანობით რომც ვერ გამოიჩინოს, ტრანსფერში გადახდილი თანხა პრობლემა არ გახდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიქაუტაძე უკვე მესამე სეზონია,სტაბილურად ავლენს,ბომბარდირულ თვისებებს და დარწმუნებული ვარ,სადაც ითამაშებს,იქაც ასე იქნება.გრანდების დონეზე ჯერ ვერა,მაგრამ საშუალო დონის კლუბებისათვის,სასურველი შენაძენი,ალბათ ნებისმიერ ლიგაში გახდება.სეზონის ბოლოს,ვფიქრობ საკმაოდ ბევრი არჩევანი დაუგროვდება.
სოსო
19:16 19-05-2023
0
რა კომენტარებს წერთ აზრზე არ ხართ ფეხმურთის, ის ვერ გაგიგიათ რამდენი გადადის, ან ვარდება, ან როგორ....
Juve
00:10 20-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული