გიორგი გოჩოლეიშვილი აქამდე "შახტარში" ბოლო სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, დღეს კი რივნიში "ვერესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1) შეუცვლელად და კარგად ითამაშა.
გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენა, 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 47-ეზე დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველმა ვასილი კურკომ ხელით შეაჩერა, ხოლო პენალტი დანილო სიკანმა ვერ გამოიყენა.
გიორგიმ ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "შახტარი" კი 27 ტურის შემდეგ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დნიპრო 1"-ს 2 ქულით უსწრებს და 24 მაისს
მესამეადგილოსან "ზორიას" სტუმრად დაუპირისპირდება.