ზურიკოს გოლი და საგოლე გადაცემა - "ბორდო" ფრანგულ ელიტას უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ სახლში „ლავალს“ 3:0 სძლია, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

დავითაშვილი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ჟოშუა მაჯამ ორი პენალტი ვერ გამოიყენა.

ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჟირონდული გუნდი 69 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 4 ქულით უსწრებს და 26 მაისს გასვლაზე „ანსის“ შეხვდება.

დღეს
„მეცი“ გასვლაზე „გენგამს“ დაუპირისპირდება და „ბორდოსთან“ ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ლავალი 3:0
გოლები: 1:0 ბარბე (3), 2:0 დავითაშვილი (32), 3:0 გრეგერსონი (49)
გამოუყენებელი პენალტი: მაჯა (45, 43)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ZuKakà
0
მოკითხვა ყაზანის რუბინს. ოქროკაცი სკამზე რომ გესვათ და ტულის არსენალში გაუშვით იმათ კიდე როტორში. მთელი რუსული ფეხბურთი ერთი დიდი შეცდომაა. ჩვენი ბიჭები იქ დროს კარგავენ მარტო და ევროპაში უკვირთ ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელებს ასე გვიან რატომ პოულობენ. 21-22 ასაკში არ უნდა თამაშობდეს ზურიკო დონის ტალანტი პირველ სეზონს ტოპ 5 ლიგაში ან ხვიჩა. ეს ჩვენი ჩემპიონატის ბრალია, რომელიც სამოყვარულო დონისაა და ფეხბურთელში ვინც მეტს გადაიხდის, იმას მიყავს. გაგნიძის აგენტმა თქვა ზუსტად იგივე. 1,5 მილიონზე უარს ვერ იტყოდა ქართული კლუბიო. არადა მისი პოტენციალიდან გამომდინარე ბევრად მეტი ღირს. უბრალოდ რუსებმა დრო იხელთეს და ღარიბ ქართულ კლუბს ოდნავ დიდი საკენკი მისცეს. პლიუს კავშირები, რომელიც დიდი არ გვაქვს როგორც ქვეყანას. ასეთ დროს ჩნდება რუსეთი, რომელიც ცდილობს იაფად იყიდოს და მერე თავიანთი ჭკუით ძვირად გაყიდონ, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ განსაკუთრებით ომის ფონზე. სინამდვილეში ყაზახეთზე ოდნავ ძლიერი ჩემპიონატი თუ ჰქონდათ. ხვიჩაზეც იგივეს თქმა შეიძლება. უბრალოდ ის არის არაამქვეყნიური ფეხბურთელი და რუსებიც კი ვერ შეაჩერებდნენ
Haaland
09:06 21-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული