ხვიჩა კიმი და ვიქტორი ერთად პრემიერ ლიგის გრანდში? - 500 მილიონიანი ტრანსფერების სიაში "ნაპოლის" სამი ფეხბურთელია

AutoSharing Option
El Pais გლეიზერების ოჯახთან დაახლოებული პირის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერდება და ტრანსფერებისთვის 500 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

მსოფლიო სპორტული პრესა უკვე დიდი ხანია გვეუბნება რომ "წითელი ეშმაკების" მესაკუთრე წლის ბოლოს შესაძლოა, კატარის ისლამური ბანკის ხელმძღვანელი იასიმ ალ ტანი, ან "ინეოსის" მფლობელი ჯიმ რეტკლაიფი გახდეს.

ამის მიუხედავად, გლეიზერები ("იუნაიტედის" ამჟამინდელი მფლობელები) ზაფხულში გვარიანად გაიკრავენ ჯიბეზე ხელს და გუნდს გააძლიერებენ.

შეიხ იასიმმა ეს ამბავი დაადასტურა და განაცხადა, რომ "მანჩესტერმა" მათ გადასცათ სია, თუ რომელი ფეხბურთელების
ყიდვას აპირებს გუნდი და მათ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა სიაში აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელის პოზიციაზე "იუნაიტედს" ორი ვარიანტი, ან კვარაცხელია, ანაც კინგსლი კომანი აქვს.

თავდასხმაში ჰარი კეინის, დუშან ვლაჰოვიჩისა და ვიქტორ ოსიმენის გვარები სახელდება.

ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიო, ფრენკი დე იონგი და ალექსის მაკალისტერი.

დაცვაში კი რონალ არაუხოსა და კიმ მინ-ჟეს გვარებს ამოვიკითხავთ.

ასე, რომ არის ალბათობა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნაპოლის" 3 ფეხბურთელის ტრანსფერზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაზე დაიწყოს მუშაობა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
დახვეტონ რაც კარგი ფეხბურთელების რაა,პელე და მარადონა არ დაავიწყდეთ
ლუკა
21 მაისი 2023 22:43
0
წმინდანების მფარველობის ქვეშაა. რაუნდა მაგას ეშმაკებში. რეალის ფანი უნდა გამხადოს:)
ჯიმა
21 მაისი 2023 22:24
4
Avtors ar mougonia daguglet tuar gjerat. Da gasakviri ra ari premierligis an ligis mogeba undat.
Dato
21 მაისი 2023 22:10
0
არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ ხვიჩა ოსი და კიმი ერთად ღირან სულ ცოტა 400 მილიონი და დანარჩენ ვარსკვლავებს 100 მილიონად როგორ იყიდიან ?
zura222
21 მაისი 2023 17:34
7
ილონ მასკი ყიდულობს მთლიანად ნაპოლის ოღონდ სპალეტის გარეშე,
ფეხბურთელებს დაჩიპავს და მწვრთნელი არ დაჭირდება-ხელოვნური ინტელექტი მართავს გუნდს.
Levani
21 მაისი 2023 17:03
13
და საშინაო შეხვედრებს მარსზე, მარსიარენაზე გამართავენ...
ზოლა
21 მაისი 2023 22:09
1
მახსენდება ქინქლაძე
მუშკეტერის სამოსში
რეზო
21 მაისი 2023 15:25
5
ჭორიკნების გასაგონად: ეს ინფორმაცია არასწორია. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნაპოლი" ერთი - ერთზე იცვლება! სად წავიკითხე? - გაზეთ "სოფლის ცხოვრება"-ში.
ვისაც არ გჯერათ - წაგაკითხებთ.
ვაჟა მასწ.
21 მაისი 2023 15:08
3
მე სოც.რუსთავში წავიკითხე, ე.ი წყალი არ გაუვა მაგ ამბავს
ფეოლა
21 მაისი 2023 17:42
0
და მარიო რუი არა? :)
irakli81
21 მაისი 2023 14:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული