"მამარდაშვილი, მეოცნებე მამის სიამაყე" - რას წერს AS-ი ქართველ მეკარეზე

AutoSharing Option
"ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მუდამ ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია.

ცნობილმა გამოცემა AS-მა "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩამდე (1:0) "ღამურების" 22 წლის კარის დარაჯის შესახებ დაწერა, სადაც გიორგის მამაზე, დავით მამარდაშვილზეც ვკითხულობთ.

"2005 წლის გაზაფხულზე, როდესაც გიორგი 4 წლის იყო, მამამისი მასთან ერთად თბილისის ერთ-ერთ პარკში ბურთით თამაშობდა. იმ დრისთვის, დავითი უკვე კარგი მეკარე იყო, მას "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ნათამაშები.

მამა-შვილი ინგლისის პრემიერლიგასა და სხვა ევროპულ ტურნირებს თვალყურს ერთად ადევნებდნენ. დავითს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა,
რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირებზე თამაშის შანსი აღარ ექნებოდა და თავისი ყველა ოცნება შვილს დაუკავშირა. ის მას პირადად ავარჯიშებდა და მოტივაციას აძლევდა.

გიორგი კი იზრდებოდა და მისი პროგრესი მამამისს იმედებს აძლევდა. 17 წლის ასაკში, გიორგის საყვარელი მეკარე მანუელ ნოიერი გახლდათ. მამარდაშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ჯერ "რუსთავში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი თბილისის "ლოკომოტივში". 2020 წლის სექტემბერში, "გრანადასთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში მის თამაშს თვალყური სატრანსფერო ექსპერტმა ანტონიო ლოპესმა მიადევნა. მიუხედავად (0:2) მარცხისა, ახალგაზრდა მეკარემ არაერთი რთული მოგერიება შემოგვთავაზა.

გიორგის უფრო ახლოს გასაცნობად ანტონიო ცოტა ხნით საქართველოში გაემგზავრა. როდესაც დარწმუნდა, რომ საქმე ნამდვილ ტალანტთან ჰქონდა, "ვალენსიას" შესთავაზა და უწოდა "ბრილიანტი", რომელსაც დამუშავება სჭირდებოდა. "ღამურები" ლოპესს 4 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაუკავშირდნენ და ტრანსფერზე თანხმობა განუცხადეს.

ამ გარიგების დახურვა მარტივი არ იყო, რადგან თბილისში ესპანეთის საელჩო არ არსებობდა და ყველა პროცედურა სტამბულში ტარდებოდა. პატერნაში ჩამოსვლის დროს კი "მამარდამ" ესპანური საერთოდ არ იცოდა.

სწორ დროს სწორ ადგილას

მოედანზე და სპორტდარბაზში თანაგუნდელებთან სასაუბროდ ის ცდილობდა ესპანური საბაზისო დონეზე მაინც ესწავლა. იღბალიც მის მხარეს იყო, რადგან სილესენისა და ხაუმეს ტრავმებმა ქართველს პირველ გუნდში მოსახვედრად კარი გაუღო. ბორდალასმა მამარდაშვილს ნდობა გამოუცხადა, დანარჩენი კი თავად ახალგაზრდა მეკარეზე იყო დამოკიდებული. იმისთვის, რომ "ვალენსიას" შეუცვლელი ფეხბურთელი გამხდარიყო, მხოლოდ რამდენიმე მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მისი პროგრესი იმდენად შესამჩნევი გახლდათ, რომ "ღამურებმა" კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივეს და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაწერეს. ბიჭი, რომელიც ესპანეთში ფაქტობრივად თითის წვერებზე ჩამოვიდა, უკვე ვარსკვლავი იყო. უკეთეს ისტორიას ჰოლივუდის სცენტარისტიც კი ვერ მოიფიქრებდა. კონტრაქტის გაფორმების დღეს, გიორგიმ მამას დაურეკა, დავითი ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეების მწვრთნელია. "მამა, ჩვენ ეს შევძელით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა", - უთხრა გიორგიმ მამამისს. დღეს დავითი მადრიდის "რეალთან" შეხვედრას საკუთარ შვილთან ერთად ტელევიზორში ვერ უყურებს, რადგან გიორგი ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება, ზუსტად ისე, როგორც ამაზე მამამისი ოცნებობდა", - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, "ვალენსია" "რეალთან" გამარჯვების შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, "ღამურები" მომდევნო ტურის მატჩს 25 მაისს, "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავენ.

altბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
თქვენმა ოჯახმა იმრავლოს და გაიხაროს ქართველების გახარებისთვის !!!
გიორგი
00:55 22-05-2023
0
კარგი მამის კარგი შვილი.
ჩელენჯერი
01:05 22-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული