"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტ ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
თუ ნაგელსმანს გაწვდებიან ბევრად უკეთესი იქნება, სხვაობა მემგონი ყველამ დავინახეთ ნაგელსმანსა და ტუხელს შორის. გასპერინიც სპალეტის ვარიანტია შეიძლება ხვიჩა მაგანაც მცველად დააყენოს.
დათო
22 მაისი 2023 17:33
4
კარგი ვარიანტი იქნებოდა, პერესმა პაპა კარლო რომ გაუშვას და ლავრენტამ ნაპოლიში რომ მოიყვანოს. ძალიან ცოტაა ამის შანსი მარა, გაასწორებდა.
ფეოლა
23 მაისი 2023 09:50
1
არასოდეს არ შეწყვიტო ოცნება...
fani
23 მაისი 2023 18:03
0
ნაპოლიში, აირია მონასტერი!
ზურა
22 მაისი 2023 16:58
4
ხვიჩასთვის მხოლოდ გვარდიოლა ან იქ ან აქ ნაპოლიში
გოგა
22 მაისი 2023 22:45
9
ადამიანებო ისწაველთ ერთმანეთის პატივისცემა.
რატომ დაუწერეთ ეხლა ამ კომენტარს დისლაიკები შეგიძლიატ ახსნათ?
ადამიანმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება და სურვილი. რა არ ქონდა ამის უფლება? ან რა ისურვა ცუდი.
მაგრამ მოტივირებული ხართ მუდმივად სხვა დააკნინოთ. და ფიქრობთ რომ მხოლოდ თქვენი აზრია ერთადერთი ჭეშმარიტება და სხვას უფლებაც არ აქვს რამე დაწეროს თქვენგან შეუთანხმებლად.
სირცხვილია.
las
23 მაისი 2023 08:48
2
ნაპოლიმ ხვიჩას და ოსიმენის კლასის გარდა ჩემპიონატი მოიგო მაღალი სისწრაფეებით,ლოსანო და ზელენსკის ხო ორივე უფანტაზიო ჯორჯია,მაგრამ კონტშეტევაზე ისე რაკეტასავით გარბიან რო მოწინააღმდეგის დაცვა ვერ ასწრებს გაშლას. როცა მწვრთნელს ასეთი მოთამაშეები ყავს ადვილია მუშაობა
Levani
23 მაისი 2023 08:45
0
სათამაშო სქემა?
ამო
22 მაისი 2023 18:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული