"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტ ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან მაგარიმწვრთნელია გასპერინი, საოცრად შემტევ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ლუჩანოს მალდობა მანაც საოცარი გუნდი შექმნა, სამწუხაროდ მხოლდო 1 წლიანი.
dato
22 მაისი 2023 17:44
2
კარგია!
მწვრთნელი
22 მაისი 2023 16:31
5
გასპერინი ძალიან მაგარი მწვრთნელია მისი ატალანტა სულ მოძრაობს და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.მიკვირს ამდენ ხან ატალანტაში ვინ გააჩერა.ნაპოლისთვის კარგი ვარიანტია სპალეტის ჯობია ეს მწვრთნელი.ჯუნტოლის წასვლა დააზარალებს ნაპოლის ვიდრე სპალეტის წასვლა.
ქომაგი
22 მაისი 2023 19:24
4
რაოდენ არუნდა გასაკვირი იყოს მეც მიხარია ფანტომაზას წასვლა.. ხვიჩამ უკვე თქვა თავის სიტყვა ეხლა რაც სჭირდება კარგი მწვრთნელია და არა ისეთი ხვიჩას ხარჯზე სხვა რო აღწევს წარმატებას... ოსი კაი თავდამსხმელია მაგრამ ხვიჩამდე დიდი არაფერი იყო ერთი ჩვეულებრივი კვიცივით მორბენალი შოკოლადი იყო. ვინც ოსის იყიდის იმან ხვიჩაც უნდა იყიდოს მარტო ოსი ის არიქნება რაც დღესაა.
Roni
22 მაისი 2023 17:27
7
კარგი იქნებოდა ლოჩოშვილი რო იყოდოს ნაპოლიმ.
ვფიქრობ სპალეტიმ ამოწურა თავის თავი. პენსიაზე გავა.
კვარაცხელია აუცილებლად ცენტრში გამთამაშებლად.
მაგის ბოლო თამაშებს რაც უყურე საერთოდ გარდაქმნილი მეჩვენება, ისეთი თვისებები გამოავლია რაც აქამდე არ ეტყობოდა. მთელი თამაშის კითხვა და კონტროლი შეუძლია.
ცინტრიდან უფრო განავითარებს შეტევებს და დრიბლინგებს. ვერ ამოკეტავენ.
ფლანგზე შეზღუდულია. 2 მცველს უყენებენ. მე-3 აზღვევს და ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება გარღვევა.
las
23 მაისი 2023 08:45
1
ხვიჩასთვის "ნაპოლიში" სპალეტიზე ცუდი ვინ უნდა მოვიდეს?
ბესო
22 მაისი 2023 19:16
15
სლუწკი.
FF
22 მაისი 2023 21:32
12
ვალერა გაზაევი
ფეოლა
23 მაისი 2023 09:44
1
ყველა გამოხმაურება
ამ ჯუუურნალისტებს კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ @ აკი ბენიტესი თითქმის გასდაწყვეტილიაო ?? თუმცა გასპერინიც არაა ცუდი ვარიანტი - იმ უფანტაზიო და ჯორივით ჯიუტ სპალეტის ნაღდად ჯობია !
zura222
22 მაისი 2023 21:41
14
გასპერინი მაგარი მწვრთნელია, შემტევი და მოძრავი ფეხბურთი უყვარს, ერთი რაც მაშფოთებს გუნდის ლიდერებთან ხშირად აქვს კონფლიქტი, ხვიჩა არ არის ის ტიპი რომ მწვრთნელთან რიამე შეეშალოს, მაგრამ აი ოსიმენი არ ვიცი, გუშინ რაც გააკეთა გასპერინი არ მოუთმენს ნამდვილად.
გია
22 მაისი 2023 20:54
2
გასპერინი შემტევია,ყველაზე კარგი კანდიდატია კვარასთვის,სპალეტი იღბალა 0 ია
A
22 მაისი 2023 17:41
4
გვარდიოლამ 10 წელზე მეტი იწვალა ჩ.ლ-ა რომ მოეგო და როგორც იქნა მოიგო.თანაც ულევი რესურსებით უზრუნველყოფილ ბაიერნში და მან.სიტიში.მანამდე ბარსელონაში მოიგო რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს ნაკრები იყო იმდენი ვარსკვლავი ყავდა თვითეული 100 მილიონი მაინც ღირდა.ამით იმის თქმა მინდა რომ ყველაზე მაგარი სპალეტია რომელმაც შექმნა 10-15 მილიონად ღირებული ბიჭებისგან ისეთი გუნდი რომელმაც 20-ჯერ ძვირად ღირებულ იტალიურ კლუბებს ოცი ქულიღ გაასწრო ხოლო კლოპის ლივერპული გაანადგურა
ასეა ეს
23 მაისი 2023 19:43
2
ასეა ეს. რომ იცოდე როგორი ძნელია ბევრი ვარსკვლავებისგან ერთი მიზნისკენ მიმავალი გუნდი ჩამოაყალიბო. ვერ ხედავ პსჟ-ეს? დღეს არსებულ ვარსკვლავთა პირველი სამეული ყავთ გუნდში და საფრანგეთის ჩემპიონობის მეტს ვერ ქაჩავენ.
ჟორა
26 მაისი 2023 15:58
0
სითის ჯერ არაფერი მოუგია. წინ ინტერია...
დათო
27 მაისი 2023 11:39
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული