კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან

AutoSharing Option
"ვალენსიას" ვეტერანმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი ყოფილი გუნდის, "ნაპოლის" ჩემპიონობით ძალიან გაიხარა, ნეაპოლში გატარებული სამი წელი სიამოვნებით გაიხსენა, განსაკუთრებით, ჩრდილოეთის გუნდებთან დაპირისპირებები და მოგებული იტალიის თასი.

ურუგვაელმა თქვა, რომ მისი შვილები ლუკასი და ბაუტისტა ამ გუნდის გულშემატკივრები და ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ფანები არიან:

"ზოგიერთი ოჯახური პრობლემის გამო ნეაპოლში არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები. ჩემი შვილები "ნაპოლის" გულშემატკივრობენ. როდესაც სერია A-ს მატჩები ვერ მოიგეს და ჩემპიონთა ლიგიდან ვერ გავიდნენ, ჭკუიდან გადავიდნენ. ისინი დაიბადნენ და
გაიზარდნენ ქალაქში, რომელმაც მეც ბევრი მომცა. ასე რომ, მათ მიერ "ნაპოლის" ქომაგობა სწორია.

ჩემი შვილების კერპები? ბევრს ლაპარაკობენ კვარაცხელიასა და ოსიმენზე. თორმეტი დღის წინ, როდესაც ჩემთან მოვიდნენ, მაშინაც მათზე საუბრობდნენ. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ მათ ასეთი კერპები ჰყავთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
Statias amdeni minusi ratom aaqvs ver gavige,kavanic ityueba tu ra mafiaa?? ;)))))
L.J .
12:16 23-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული