მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანი" ტრანსფერში 10 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება მალე "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ მიქაუტაძემ, რომელიც ამ სეზონში ბრწყინავს და ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი, ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი ყველაზე მეტად ტრანსფერის გაჩარხვის საკითხში "მილანია" დაწინაურებული:

"ჩვენი ინფორმაციით, "მილანმა" მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მზადაა 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვონ, ოღონდ თუ ეს კლუბი ლიგა 1-ში გადავა.
მისი სამსახურით აგრეთვე ძალიან დაინტერესებულია "ბარნლი", რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია".

22 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ჟირუ დაბერდა შემცვლელი ჭირდება
Gio
25 მაისი 2023 22:06
1
ჟირუს სისწრაფით მართლა აჯობებს,მაგრამ კლასი და გამოცდილება სულ სხვა რამეა,ამეტაპზე მთავარია სკამზე არ დასვან რაც ჩემი აზრით მიასთვის დამღუპველი იქნება
Fani
26 მაისი 2023 10:32
0
ამ ბიჭს სათადარიგო სკამის "სახეხად" ვერავის გავატანთ. წარმატებები "ჟორჟი-გოლს".
Mr.kostaia
25 მაისი 2023 21:54
0
თუ ეს რეალური ინფორმაცია არც კი უნდა დაფიქრდეს და ისე უნდა წავიდეს ყოველთვის არ ეძლევა ფეხბურთელს ასეთი შანსი ევროპული ფეხბურთის ერთ ერთი გრანდში გადასვლის შანსი თან მის პოზიციაზე ვინც თამაშობენ ყველა კარიერის ბოლოშია უკვე ჟირუ 37 ზლატანი 41 და ორიჯი რომელიც შედარებით ახაგაზრდა მაგრამ ამ სეზონში სულ 2 გოლი გაიტანა 35 მატჩში და ლივერპილშიც თადარიგის ფეხბურთელი იყო და მილანშიც და ჟორჟს აუცილებლად მიეცემა შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენოს და როგორც მეცში გააქვს ისევე უნდა გაიტანოს მილანშიც თორემ მეცში რომ გადავიდა თავიდან იქაც ნიანე იყო მთვარი ფორვარდი გუნდში მაგრამ დღეს ჟორჟი ლიგა 2 ბომბარდირია და ზურგით მიათრევს მეცს და ნიანე სად არის??? ასე რომ ეს შანში თუ რეალურია არც კი უნდა დაიფქრდეს და არავითარი ბარლი და საშუალოფრანგული გუნდი საშUალო დონის ფრანგულ გუნდში ახლაც არის და რაც შეეხება ბარლის შემდეგ სეზონში ბარლი იქნება პრემიერ ლიგის ერთ ერტი აუთსაიდერი გასავარდნი გუნდი და ასეთი გუნდში გადასვლისთვის ნამდვილად მეცოდება თან მის მიმართ მილანის ინტერესი გარკვეულ წილად კვარას ეფექტითაც არის განპირობებული ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თვას უარი.
gela
25 მაისი 2023 21:25
2
მაგარია!
გია
25 მაისი 2023 21:25
0
ეს პოტენციური ტრანსფერი იქნება ტორტზე მარწყვი. იქეთ კვარა აქეთ ჟორჟი. ის ბევრს შეყრის თუ რათქმაუნდა პიოლი მინიმუმ 60 წუთს ათამაშებს თაიმის გაზრდის პერსპექტივით. ჯერ ბუნებრივია თუ ტრანსფერი ოფიციალურად შედგა.
Charley
25 მაისი 2023 21:23
0
ეს-ბიჭი-კვარაზე-მეტს-მიაღწევს!!!
svano magarski
25 მაისი 2023 21:07
13
რომ არ დაუპირისპირო და ერთად მიაღწიონ ბევრს არ შეიძლება?
კაპიტან გარდენბურგი
26 მაისი 2023 01:41
0
რა ბეგრაუნდი გაძლევთ იმის თქმის უფლებას მილანში ვერ ითამაშებსო ამბობთ? რაიცი სად ითამაშებს
kllaus
25 მაისი 2023 21:02
0
ეს თუ მართალია, ძალიან მაგარია ასეთი ტრადიციებისა და ტიტულოვან კლუბში გადასვლა, რა ბარნლი მილანია ბოლობოლო
gio
25 მაისი 2023 20:55
1
ჟირუს მონაგარს გადავხედე წინა წელს 29თამაშში 11 გოლი და წელს 31 თამაშში ასევე 11 (ორიჯიზე, მესიასზე და ზლატანზე საუბარი ზედმეტია) ასე რომ ცდად ღირს ეგ ტრანსფერი, იქნებ ისე გაამართლოს როგორც კვარას შემთხვევაში.
რაბუ
25 მაისი 2023 20:54
0
მოგართმევენ 10 მილიონად მაშ ! )))
ელოდე ! )))
ბესო
25 მაისი 2023 20:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული