მიქაუტაძის გოლმა "მეცს" გამარჯვება ვერ მოუტანა - დავითაშვილის "ბორდოს" ლიგა -1-ისკენ გზა გაეხსნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „გენგამთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 23-ე გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 8 საგოლე გადაცემაა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და მიქაუტაძემ დააწინაურა, შემდეგ ჯელოუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, კურტეტმა ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი „მეცმა“ თამაშის გამწვავება ვერ შეძლო და შესაძლოა, ის ქულები დაკარგა, რომლებიც ძვირად დაუჯდება.

ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 71 ქულით ლიდერი „ჰავრია“ (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), მეორე
ადგილზე 69 ქულით ზურიკო დავითაშვილის „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 66 ქულით „მეცი“, რომელიც 26 მაისს სტუმრად „სოშოს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - მეცი 1:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (21), 1:1 კურტეტი (60)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ გიო!მაგარი ბიჭი ხარ,ასე გააგრძელე!კვარასთან ერთად შენი ფანი გავხდი,უკვე დავიჯერე რომ თქვენი მეშვეობით საქართველო ყველა ნაკრებისთვის ხელწამოსაკრავი აღარ გახდება,გისურვებ ყველა ოცნების ასრულებას,ღმერთმა დაგლოცოს!
ზაზა
12:52 21-05-2023
0
ჟორჟი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ფეხბურთელად ყალიბდება!
Lasha
12:04 21-05-2023
0

სიახლეები პოპულარული