მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანი" ტრანსფერში 10 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება მალე "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ მიქაუტაძემ, რომელიც ამ სეზონში ბრწყინავს და ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი, ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი ყველაზე მეტად ტრანსფერის გაჩარხვის საკითხში "მილანია" დაწინაურებული:

"ჩვენი ინფორმაციით, "მილანმა" მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მზადაა 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვონ, ოღონდ თუ ეს კლუბი ლიგა 1-ში გადავა.
მისი სამსახურით აგრეთვე ძალიან დაინტერესებულია "ბარნლი", რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია".

22 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ამ ბიჭს სათადარიგო სკამის "სახეხად" ვერავის გავატანთ. წარმატებები "ჟორჟი-გოლს".
Mr.kostaia
21:54 25-05-2023
0
რომ იძახით სკამზე მოუწევსო ჯდომა რეიზა რეიზა ლაპარიკობთ მაგფერ რაცხეებს))ბებერი მოხუცი ჟირუ დასვამს სკამზე თუ ვინ?აბა ეხლანდელ მილანში თუ ვერ გაქაჩავს მაშინ იპორწიალოს ლიგა 2 ის გუნდებში აბა ამბიციები არ გვქონია და ეგააა….აბა სად უნდა გადავიდეს?
ბაშთურქო
19:26 25-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული