ნეაპოლელებს გასვლით მატჩებზე მოპოვებული ქულების რეკორდის დამყარებაც შეუძლიათ - 14 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება - ასეთია ახლანდელი მონაცემი, რაც 44 ქულაა, აქამდე ამ მაჩვენებლით საუკეთესო კი 46 ქულით "მილანია." 33-წლიანი ლოდინის შემდეგ იტალიის ჩემპიონებს ისტორიაში კიდევ ერთი ფურცლის ჩაწერა შეუძლიათ. დიდი ალბათობით,
სპალეტის მხრიდან შემადგენლობაში ცვლილებებს ველით - კვლავ მეკარე გოლინის, ნდომბელესა და რასპადორის. ლოსანო ტრავმირებულია, ელმასი - დისკვალიფიცირებული. მარჯვნივ პოლიტანოს ვიხილავთ. ეს გუნდები ერთმანეთს 148-ედ დაუპირისპირდებიან და "ნაპოლიმ" 60 გამარჯვება იზეიმა. სერია "ა"-ს ახალი ტრიუმფატორები ბოლოს აქ 2019 წელს, აწგარდაცვლილი სინიშა მიხაილოვიჩის გუნდთან (2:3) დამარცხდნენ. დღევანდელი შემადგენლობიდან იქ მხოლოდ ზელინსკი და გაეტანო თამაშობდნენ. რაც შეეხება პირველი წრის დაპირისპირებას - 16 ოქტომბერს "ნაპოლიმ" (3:2) მოიგო, გამარჯვების გოლი კი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი პასით გაიტანა. მოტას გუნდი საკუთარ მოედანზე მშვენიერია, თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ, ნეაპოლელებს სტუმრად ყველაზე მეტი რომ აქვთ გატანილი.
შეგახსენეთ, ვიქტორ ოსიმენი 23 გოლით ჩემოიონატის ბომბარდირობასთანაა ახლოს, ხვიჩა კვარაცხელია კი 10 საგოლე პასით - საუკეთესო "ასისტენტობასთან" (12 გოლთან ერთად). ისინი ამ პოზიციების განმტკიცებას ეცდებიან!.. აღსანიშნავია, რომ ჯოვანი სიმეონეს "ბოლონიას" კარი ოთხჯერ აქვს აღებული, მათ შორის სამჯერ კი "რენატო დალარაზე."
შეხვედრას მატეო მარჩერანო განსჯის, რომელიც "ნაპოლი" - "ინტერის" (3:1) დაპირისპირებაში მე-4 სათადარიგო მსაჯი იყო. მას ასეთივე ფუნქცია ნეაპოლელების "ვერონასთან" (0:0) შეხვედრაში ჰქონდა, "სალერნიტანასთან" (1:1) საჩემპიონო ზეიმის გადადების გამომწვევ მატჩში კი მთავარი არბიტრი გახლდათ.
პ.ს. ბოლონიამ კრემონეზე გააგდო, მოუგო რა 5:1 და გამომდინარე აქედან კვარამ შური უნდა იძიოს!...