დავითაშვილის "ბორდომ" წააგო, მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო და 2 ივნისს დრამატული ფინიში გველის

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ანსისთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „სოშოს“ 1:0 სძლია. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, მიქაუტაძემ კი 90+2-მდე. ორივე ძალიან აქტიური იყო, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ამჯერად გატანა ვერ შეძლეს.

72 ქულით ლიდერი „ჰავრია“, რომელმაც დღეს კორსიკაზე „ბასტიასთან“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ფრეს მიაღწია (1:1), 69-69 ქულა „მეცსა“ და „ბორდოს“ აქვთ, თუმცა მიქაუტაძის გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა.

Sportall.Ge

2 ივნისს, ბოლო ტურში, „ბორდო“ „როდეზს“, „მეცი“ „ბასტიას“, „ჰავრი“ კი „დიჟონს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ
დე სპორტსი“

ანსი - ბორდო 1:0
გოლი: პაიო (9)

მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“
სოშო - მეცი 0:1
გოლი: საბალი (49)
გაძევება: ალვერო (62, სოშო)

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა თქმა უნდა მეცსაც ვგულშემატკივრობ და ბორდოსაც, თუმცა მირჩევნია თუ ბორდო გადავა, რადგანაც ზურიკო მაქ გააგრძელებს კარიერას,ხოლო მიქაუტაძე 99 % წავა უფრო ძლიერ ლიგასა და გუნდში.
ქობულეთიდან
01:26 27-05-2023
1
ბორდო სუსტ როდეს უეჭველად მოუგებს ბოლო ტურში და აი ჟორჟიკას გუნდს გაუჭირდება ბასტიას დამარცხება)ეჰ არადა ლე გავრს დღეს რომ წაეგო ბოლო ტურში იქნებოდა შანსი ზურიკოც და ჟორჟიკაც გადასულიყვნენ(((ან და რა უაზრობაა 2 გუნდი რომ გადადის და მესამე ადგილოსანს შანსიც რომ არ აქვს ფლეი ოფიდან მაინც
ბიქსენტ ლიზარაზუ
02:23 27-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული