ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ბოლონიასთან" წაგებას გადაურჩა

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 66-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე მოქმედებით თავი ამჯერადაც ვერ გამოიჩინა.

ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაღალ ტემპში არ მიმდინარეობდა, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. სტუმრები ოსიმენმა მეკარე სკორუპსკის უხეში შეცდომის შედეგად დააწინაურა. შესვენების შემდეგ ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25-ე გოლი გაიტანა. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. აქედან მოყოლებული მასპინძლები გააქტიურდნენ: 63-ე წუთზე ფერგიუსონმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 84-ეზე დე სილვესტრიმ გაათანაბრა. ბოლოს
სანსონეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრაც დასრულდა.

4 ივნისს, ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (54), 1:2 ფერგიუსონი (63), 2:2 დე სილვესტრი (84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
ტიპები როგორ უცდიდნენ კვარას რამდენიმე თამაში გოლი ვერ გაეტანა და არიქა კრიზისი დაეწყო, გოლს ვერ იტანსო და ატეხეს ფაფხური.
მეორე მხარე, კვარას ვითომ თავგადაკლული ფანები ამათ ჯინაზე ნერვებზე იშლებიან, რადგან ტაბლოზე გოლი ან ასისტი უნდათ იმათ გასაჩუმებლად.
მე მეორეს მივეკუთვნები ნაწილობრივ,მარა განსხვავება ისაა, რომ ტაბლოზე დაწერილი შედეგი არაა მთავარი ფეხბურთელისთვის და ყველა ფეხბურთის მცოდნე ადამიანი ამას მიხვდება.
რა სისულელე მიზეზებს წერენ ახლა ეს დივნის და კლავიატურის ექსპერტები.
შეყვარებული, სიზარმაცე, კონცერტებზე სიარული და ათასი მიზეზი გამოუგონეს, რაც სრული აბსურდია.
აი ყველაზე მეტად ჩასაფრებულებს ვერ ვიტან. ბედნირები რომ ღლიცინებენ გოლი ვერ გაიტანო.
ბიჭმა სკუდეტო მოიგო, ჯერ კიდე მარტში დაასრულა ოცნებები სერია ა ს გრანდებისთვის.
სეზონში სამჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი.
ასისტებში ლიდერია, გოლებიც ცოტა ნამდვილად არ გაუტანია .რა გინდათ მეტი ამ სეზონში?
ოდესმე ნაკრებს დაჭირდა და სული და გული არ დადო?
ოდესმე ნებისმიერ თამაშზე გამოვიდა და ან არასპორტულად მოიქცა, ან ზედაპირულად მიუდგა?
საქართველოს ჩემპიონატში ავსებდა სტადიონებს და აქ თამაშობდა სულით და გულით, აქ ამ ყანა მინდვერბზე , მაშინ როცა ერთ ნაბიჯში იყო ნაპოლიში გადასასვლელად და ნებისმიერი აქაური თამაში ტრავმის რისკი იყო.
ოდესმე შეეშინდა მოწინააღმდეგის? არ დააფასა ან გუნდელი ან მოწინააღმდეგე?
ერთი მიზეზი არ არსებობს, რისთვისაც კვარაცხელია ქართველებისგან კრიტიკას და ბრბოს მიქსევას იმსახურებს.
იტალიურ გვერდებზე მსგავს არაფერს წერენ და ამათმა არ გამართეს დრამები და მოთქმა-გოდება?
ნუ ნაწილმა სიხარულის ყიჟინა რათქმაუნდა.
რომელი გყავთ მისი მსგავსი სხვა?
მოკლედ ამ ვაი გულშეატკივარს არაფერი ეშველება.
ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
მე
წავედი
:D
Skeleton
28 მაისი 2023 19:30
20
ყველა ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ნორმალურად იღებს შენიშვნას და მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ რომ შენიშვნა ქვეყნიერების დასასრულია. ცოტა რომ მოუკლო თამაშა, ამას ხვიჩაც ხვდება და ამას სტატისტიკაც აჩვენებს და შენ დადექი და იძახე არ მჯერა, არ მჯერაო...
ხვიჩა
28 მაისი 2023 19:45
3
რასაც შენ ამბობ,სკელეტონ,სრული ჭეშმარიტებაა,მაგრამ მეორე მხრივ,ყველას უნდას სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიოს საუკეთესო ათეულის წევრი გახდეს.ჰო და იქ რომ უმცირდება შანსები,ბევრი ამიტომაც ნერვიულობს.არადა უკვე მეორე სეზონი გავიდა ბოლოში,რაც ხვიჩას დასვენება არ ჰქონია.საკვირველი ის არის,ამდენი როგორ გასძლო.იმისიც მეშინია,ნაკრების თამაშებისათვის,ცუდ ფორმაში არ იყოს და იმისიც,გადაღლის გამო,მძიმე ტრავმა არ მიიღოს(ფუი ეშმაკს,მაგიდაზე დავაკაკუნე!).იმედია, იმ დროისათვის, სულის მოთქმას მოასწრებს.
სოსო
28 მაისი 2023 20:22
1
ყველა გამოხმაურება
არა რაა, ის ჟინი აღარ აქვს ხვიჩას რითაც აქამდე თამაშობდა. ალბათ გადაიღალა კიდეც. ევროპული დატვირთვები მაინც სხვაა და პირველივე წელს ბოლომდე ვერ შეინარჩუნა მუხტი. მისმა ბოლო ორი თვის თამაშმა ძალიან შეამცირა მისი იტალიის საუკეთესო მოთამაშედ გახდომის შანსი. არა უშავს მომავალი წელიც მისია. მეტი ამბიციით, მეტი გამოცდილებით და მეტი შრომით უფრო მოუმატებს მომავალ წელს.
ხვიჩა
28 მაისი 2023 19:35
8
ორი სეზონი შეუსვენებლად თამაშობს და კიდევ კარგად გაუძლო!
სოსო
28 მაისი 2023 20:11
2
ერთსაც დავწერ და მორჩა )). ხვიჩა მიზადასახული, ამბიციური ბიჭია. ასეთები ადვილად არ ნებდებიან და ყურებს არ ყრიან ზოგიერთებივით. ასეთებს კრიტიკაზე აქვთ ჯანსაღი რეაქცია - რაღაცას ცვლიან, უმატებენ და უმტკიცებენ კრიტიკოსებს რომ ცდებიან. მირჩევნია ხვიჩამ შემიკურთხოს კიდეც, მოუმატოს თამაშს და მერე გოლის გატანისას ტუჩებზე თითის მიდებით "გამაჩუმოს". მლიქვნელური ქება და "კარგია, ასე გააგრძელეს " ძახილი არის დათვური სამსახური. მოყვარეს პირში უძრახეო ტყუილად კი არაა ნათქვამი.
ხვიჩა
28 მაისი 2023 21:01
4
ხო აი შენს კომენტარს წაიკითხავს და ახლა თუ არ მოვუმატე კომენტარებში გამლანძღავენო დაფიქრდება უეჭველი.
ვის რაში ჭირდებით საერთოდ. ან ქება-დიდება რაში ჭირდება თქვენი, როცა ჩავარდნის დროს მისი მხარდაჭერა არ შეგიძლიათ და ბოღმას და სიძულვილს ანთხევთ აქ.
მაშინაც ასე იძახდით, მისთვის კარგი გვინდა და იმიტომ ვლანძღავთო , როცა წერდით ნაპოლიში ბურთის მიმწოდებლად მიჰყავთო, ვნახოთ აბა სერია ა ში თუ გაქაჩავს, სამგურალებს და თელავებს რომ უტანს ისე კი ვერ გაილაღევს იქო. ყველას რომ მოგაკეტიათ კი იყავით ჩრდილში მაგრამ როგორც კი გოლი ვერ გაიტანა რამდენიმე თამაში, ისევ წამოყავით თავები.
თქვენს გარეშე არიცის ხვიჩამ რა აქვს გამოსასწორებელი და რა ასპექტში აქვს მოსამატებელი? მაგისთვის კომპეტენტური ხალხი არ ჰყავს გვერდით?
არარის საჭირო ეს ვითომ კეთილისმსურველობა.კრიტიკით გააძლიერებს თურმე და გინებით.
არ ხართ მისი დონის სპორტსმენის ღირსი ქართველები.
აგინეთ, ლანძღეთ, ვინც ყველაზე საუკეთესოა, ვისაც ჭაობიდან ამოჰყავს ქართული ფეხბურთი და მაგრად ექნებათ პატარა ბავშვებს იმის მოტივაცია რომ ფეხბურთი ითამაშონ.
კრიტიკას კიდე ცოდნა სჭირდება საკითხში, მარტო ტაბლოზე გოლს რომ ვერ დაინახავ და ილანძღებით ეგ არაა კრიტიკა.
!!
28 მაისი 2023 22:00
8
კვარა ნახე რა მაგრად უყვარხარ შენს ქვეყანას.
ნეაპოლელებს ცუდი არ დასცდათ უგოლო თამაშებზე, სამაგიეროდ ქართველებმა გადაიტყავეს თითები კლავიატურაზე.
ამათი არაფერი გინდოდეს კვარა. არც ნეაპოლში ვიზიტები, არც გოლის მერე ყიჟინები, არც ქება-დიდება.
რეალურ სახეს მაშინ დაინახავ, როცა ჩავარდნა გექნება ან უბრალოდ გოლს ვერ გაიტან.
❤️
!!
28 მაისი 2023 19:45
39
როცა ვერ თამაშობს კრიტიკა მიუღებლად რატო გეჩვენება?!
gio
28 მაისი 2023 20:35
6
თუ გესმის, რეებს ბჟუტურებ? შენნაირებმაც რო მოასვენოთ ხვიჩა. კარგი იქნება!
!!-ს
28 მაისი 2023 20:24
1
ყველა გამოხმაურება
პირველი სეზონი, უზარმაზარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა, კვარა გადაღლილია და არ გვინდა ეხლა სხვებსაც ასეთივე სეზონი ქონდათო - არ ქონდათ ასეთივე სეზონი- ყველამ ჩვეულებრივად დაისვენა სეზონებს შორის , კვარას გარდა . მომავალ სეზონში ყველაფერი რიგზე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. კვარა ხალასი ტალანტია, მთავარია შრომა გააგრძელოს და დახვეწოს რაღაც მომენტები, მათ შორის უბურთიდ მოძრაობა. და კიდევ , ჩასაფრებული ხალხის კომენტარებს ყურადღება საერთოდ არ უნდა მიაქციოს. ვიღაც გაბოროტებულია ცხოვრებაზე და გულს იფხანს, ვიღაცა თვლის რომ მისი შვილი გენიოსია მაგრამ არ უმართლებს და ვერავის იტანს ვინც წარმატებას მიაღწია, ვიღაცას რაღაც სხვა უბედურება ჭირს და რა მნიშვნელობა აქვს ეს პრობლემებიანი ადამიანები რას დაწერენ. წარმატებები კვარა!
არტ
28 მაისი 2023 19:59
3
!!-ს,Skeleton-ს: ხვიჩას ნაპოლიში გადასვლისთანავე ვადევნებ თქვენს კომენტარებს თვალს(ბოლო დროს სოსოსაც) და გულს მიხარებთ ასეთი ქართველები რომ ხართ!!! ყოველთვის სრულად ვიზიარებ თქვენს გზავნილებს!!!
მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას!!!(მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან)
მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ფეხბურთს ვადევნებ თვალს და შესაბამისად ბევრი მინახავს და გამეგება,თავს უფლებას არ ვაძლევ,რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელი გავაკრიტიკო!!! ვცდილობ მხოლოდ დადებითი კომენტარებით შემოვიფარგლო!!!(მითუმეტეს როცა კვარა ამას ნამდვილად არ იმსახურებს!!!)
უსამართლობის ძალიან დიდი განცდა მაქვს!!! ხალხნო ერთი ხელის მოსმით რომ ჩაუყრით ამ ბიჭს ყველაფერს წყალში,ასე არ შეიძლება!!! ხვიჩამ ღვთის ნებით სასწაულები ჩაიდინა!!!(აღარ დავიწყებ განმარტებას) მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში ნუ უყურებთ სამყაროს!!! სხვა ფერებიც არსებობს საბედნიეროდ!!! მოგიწოდებთ,მოდით ვიხაროთ ასეთი დონის ფეხბურთელი რომ გვყავს!!!(ღმერთმა გვიმრავლოს,ჩანს კიდე რამდენიმე ნათელი წერტილი) გვერდში დავუდგეთ როცა “ჩავარდნა” აქვს როგორც ამას უმრავლესობა ფიქრობთ!!!(მე არ ვთვლი რომ ესეა,ნუ მხოლოდ ასისტს და უგოლობას თუ არ ჩავთვლი)ნუ დავწერთ ვითომ კრიტიკით გაჟღენთილ უარყოფით კომენტარებს!!! ჩვენ ჩვენი მხრიდან მხოლოდ გვერდში დგომა(ნებისმიერ შემთხვევაში) სიყვარული და სითბო დავანახოთ!!! მიუხედავად იმისა რომ ის დიდი ალბათობით არ კითხულობს აქ კომენტარებს,მაინც დადებითი ენერგია და მუხტი გავუგზავნოთ!!! წარმატებები კვარა!!! მადლობა❤️ გვიყვარხარ!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
29 მაისი 2023 03:28
3
ზოგადად კვარა კი არა ნაპოლი თამაშობს უღიმღამო ფეხბურთს ამ ბოლო დროს, ეს გაუთავებელი ბურთის გორაობა რა არის ვერ გავიგე!! გავიგეთ რომ სწრაფი ბურთი თუ მიეცით კვარას ნებისმიერ ერთ მცველს ატყუებს, მაგრამ ამ გორაობით რომ მივა კვარასთან ბურთი მერე იქიდან კეტავენ კვარას. უნდა შეიცვალოს ნაპოლის თამაში თორემ ესე ადვილი წასაკითხია მეტოქისთვის! ალბათ ამიტომაც მიდის სპალეტი ხვდება რომ გუნდი არ ძლიერდება, პირიქით ყიდიან ფეხბურთელებს, ესეთი თამაშით კი ნაპოლიმ რაც ბოლოს თამაშობს მომავალ სეზონში 5-8 ადგილისთვის იბრძოლებს თუ რაიმე არ შეიცვალა.
zaza
28 მაისი 2023 22:11
1
დამასვენეეეეეთ! მაცალეთ თამაშიიიიი! მომაბეზრეთ თავი ყველააამ!
ხვიჩა კვარაცხელია!
28 მაისი 2023 20:20
9
ყველაზე დიდი სისულელეა პასს არ აძლევენ. მანამდე აძლევდნენ და ეხლა არა? უბრალოდ გადაიღალა სეზონის ბოლოს. ისეთი ვერ არის როგორიც იყო, მაგრამ მაინც ძლიერია. არაუშავს დაისვენებს და ძალებსაც აღიდგენს. ვფიქრობ მომავალ სეზონში უფრო უკეთესი იქნება.
დავით 67
29 მაისი 2023 04:22
3
4 კომენტარია (ამ წერილის წერის დროს ყოველ შემთხვევაში) და ოთხივე იმ ხალხს ლანძღავს ხვიჩას ჩავარდნის გამო რომ აკრიტიკებენ, უბრალოდ ჯერ მსგავსი კომენტარი არავის დაუწერია ამ სტატიის ქვეშ :დ
ლადო
28 მაისი 2023 20:34
4
ეს სტატია რა შუაშია, თუ ეცნობი ქართულ სოც. სივრცეს ნახავდი მაგ კომენტარებს და ვითომ ექსპერტებს აუცილებლად. ამ სტატიის ქვეშ თუ არ წერია მაშინ კარგადაა ყველაფერი ხო? ეს საიტი ფილტრავს თან ცუდ კომენტარებს.
გადახედეთ აბა ფეისბუქზე რახდება.
ხო ვიგონებთ აქ თორე კი არავინ ლანძღვს ხვიჩას.
რაში გვჭირდება მაგის გამოგონება
!!
28 მაისი 2023 21:52
0
გასაკვირი არაა, იმიტომ რომ სხვა თამაშების მერე იყო არაობიექტური ბოღმა კომენტარები.
...
28 მაისი 2023 23:02
1

სიახლეები პოპულარული