კვარაცხელიას მწვრთნელი ლუის ენრიკე ხდება - "ნაპოლის" მფლობელი ესპანელის მოთხოვნას დათანხმდა

AutoSharing Option
Il Mattino წერს, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება.

ესპანელის დანიშვნის ინიციატორი პირადად "პარტენოპეის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც "ფურია როხას" ყოფილი დამრიგებლის მოთხოვნას დათანხმდა და მას სეზონურად გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისმა სპალეტის წასვლა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.

altდე ლაურენტისი: სპალეტი შემოქმედებით შვებულებაში გავუშვი - კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია?

altროგორ შეუძლია გამოიყენოს ენრიკემ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი - რას წერს იტალიური პრესა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატზე

მკითხველის კომენტარები / 24 /
ლუის ენრიკეს მაგარი მწვრთნელობის დასაბუთება რა არის? რომელი დიდი გუნდი გააკეთა? მაგრები არიან პეპი, კლოპი და ა.შ.
უსამართლობაა მაგ კაცს 8 მლნ მისცე და ვინც ჩემპიონობა მოგიტანა იმას მაგასთან შედარებით კაპიკები.
gogi
14:31 29-05-2023
3
არცერთ გუნდში არ აქვს მწვრთნელს წამყვან ფეხბურთელებზე მეტი ხელფასი და დელაურა თუ გამონაკლისს დაუშვებს საინტერესო იქნება:)))
-ისე ლუის ენრიკესზე მეტად კვალიფიციური მწვრთნელი არაერთია და დასახელებულ გასამრჯელოზე ბევრად ნაკლები ანაზღაურებით თან.
rable
13:19 29-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული