"მადლობა ოჯახს, ეს ჯილდო მათთვისაა" - გიორგი მიქაუტაძე საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა 36 გამართულ შეხვედრაში თავი 23 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.

დაჯილდოების ცერემონიალზე კუთვნილი საპატიო პრიზის მიღების შემდეგ გიორგიმ მადლობა "მეცსა" და ოჯახს საჯაროდ გადაუხადა.

"მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, "მეცის" სტაფსა და მწვრთნელს, რომელიც მენდობა. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც მე ამირჩიეს და ოჯახს. მადლობა მამას, დედას, ჩემს ძმასა და დას, ეს თასი მათთვისაა".

მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ მისი შესანიშნავი სეზონი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლით დასრულდება.

"როგორც იქნა, ჩვენ კუთვნილი მეორე ადგილი დავიკავეთ. ახლა
ვიცით, რომ "ბასტიასთან" გასამართ შეხვედრაში საშინაო კედლებში უნდა მოვიგოთ და ლიგა 1-ში გადავიდეთ".

ბოლო ტურის მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება, სადაც "მეცი" "ბასტიას" უმასპინძლებს.

რაც შეეხება "ბორდოს", ზურიკო დავითაშვილის გუნდსაც 69 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. ბოლო ტურის მატჩი ასევე 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე "როდესთან" გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართული არ გვეზიზღება ბიძი,
უბრალოდ ქართული მენტალიტეტი "ნიჭიერს და ზარმაცს" ვერ გასცდა.
დიდმა ნოდარ ახალკაცმა დინამო როცა აგუგუნა და მსოფლიოს დაანახა-მაშინაც ფეხბურთელების ბაზაზე გამოკეტვით,ლუდის დალევასაც უკრძალავდა და დისციპლინა ჰქონდა-ასე მიაღწია თორე შერჩებოდა "ლამაზად ვითამაშეთ და წავაგეთ" გუნდი.
Levani
04:55 30-05-2023
1
ევროპული არა, ის ქართული მენტალობის ადამიანია , რომელიც ასე გეზიზღებათ
1408
18:49 29-05-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული