Corriere dello sport: ლუის ენრიკემ "ნაპოლიში" კვარაცხელიას და ოსიმენის დატოვების გარანტიები მოითხოვა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატ ლუის ენრიკეს თვითონ დაურეკა და უთხრა, რომ ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა და საერთოდ, შემადგენლობას შეინარჩუნებს, პირველ რიგში - "ოსის" და "კვარას", რომელიც გუშინ ჯიჯი დ'ალესიოს კონცერტზე პრეზიდენტთან ერთად მივიდა და აურელიოს შეუძლია ესპანელს სურათები გადაუგზავნოს, როგორც დასტური იმისა, რომ ხვიჩა ცისფერი ოცნების ნაწილია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მათ ღირსებას დაიცავს, რაც დასარწმუნებლად საკმარისი არგუმენტია.

როგორც ირკვევა, ლუის ენრიკეს გუნდში ქართველისა და
ნიგერიელის დატოვების გარანტია სჭირდება.

გამოცემის ცნობით, "ნაპოლი" ქართველს 2027 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების ერთი სეზონით გახანგრძლივებას და ხელფასის 1.4 მილიონი ევროდან 2.5 მილიონამდე გაზრდას (პლუს, ბონუსები) შესთავაზებს.

Sportall.Ge

"ჯუნტოლიმ კვარაცხელია თავისი გასაოცარი ინტუიციით 11 მილიონად შეიძინა. მისი ფასი მუდმივად იზრდება და ახლა ოდენობა ძალიან ძნელი დასადგენია. რა თქმა უნდა, დე ლაურენტისისთვის ხვიჩას ღირებულება მინიმუმ 100 მილიონს შეადგენს, თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს და ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, აგენტ მამუკა ჯუღელთან პირველი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება განახლდეს", - აღნიშნულია სტატიაში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ფეხბურთელში, რომელსაც ბოლო 13 თამაშში პლუს ნაკრებში ნორვეგიასთან არც გოლი და არც საგოლე პასი გაუკეთებია ვინმე დიდ ფულს გადაიხდის და თანაც დიდ ხელფასს დაუნიშნავს? ამისთვის საჭიროა ფსიქოლოგიურად მოწესრიგდეს,დაამტკიცოს რომ სტაბილურია და მომავალი მთელი სეზონი ნაპოლში ისე ჩაატაროს როგორც წელს პირველი ნახევარი ჩაატარა.
რეალური კეთილისმსურველი
12:08 30-05-2023
22
რიგითის
საყურადღებოდ!
ვინ ელოდა, რომ კვარა ასე ძლიერად ათამაშდებოდა ნაპოლში?
იმ დროისთვის მეტ ფასად არავის მიყავდა, ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ხვიჩას.
ახლა ყველა მაგრები ვართ ფასის დადებაში
შეეშვით ხვიჩას ნორმალური პატრონი ყავს
თენგო
11:45 30-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული