U19. პორტუგალიური კლუბის მცველი ქარსელაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის "რიუ ავეს" 18 წლის მცველ ჟორჟე ქარსელაძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აზერბაიჯანთან და ბელარუსთან 16 და 18 ივნისს ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად  უხმეს, - იტყობინება კლუბის საიტი:

"ჩვენი გუნდის ფეხბურთელი 2022/23-ის სეზონში შესანიშნავი თამაშის შედეგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოძახებით იქნა დაჯილდოებული.

ამ სეზონში 18 წლის ქარსელაძე და U23-ის სხვა ფეხბურთელები ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და ქართველს შრომა დაუფასდა - 33-ე ტურში "პაკოშ ფერეირასთან" პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა, ბოლო ტურში კი "ფამალიკაოსთანაც" ითამაშა".

ქარსელაძე პორტუგალიაშია დაბადებული,
განაპირა მცველია და გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
მკითხველის კომენტარები / 11 /
19 wlianebis shemadgenloba vnaxe da briuges ingushi fexburteli ar aris,arada isic unda kofiliko da xom ar icit ratom ar aris?
Givi
16:23 01-06-2023
0
დაიბადა პორტუგალიაში აქვს პორტუგაკის მოქალაქეობა ასევე საქართველოს მოქალაქეობა მან აირჩია საქართცელო განოთქვა სურვილი თუ გამომიძახებენ 19/წლამდელებშიო დიდი სიამოვნებით ვითქმაშებო გამოიძახეს კიდეც წარმატებები გიო
ემიგრანტი
16:15 01-06-2023
0

სიახლეები პოპულარული