სერია A-მ სეზონის მიხედვით ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო 23-წლამდელის ნომინაციაზე პრეტენდენტები დაასახელა, რომელთა შორის არ არის "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. კვარაცხელია სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატზე სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო მოთამაშედ და სავარაუდოდ, სეზონის MVP გახდება.
მეკარე: მიკელე დი გრეგორიო (მონცა), ივან პროვედელი (ლაციო), ლუკაშ სკორუპსკი (ბოლონია)
მცველი: თეო ერნანდესი (მილანი), ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე (ორივე ნაპოლი)
ნახევარმცველი: ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ნიკოლა ბარელა (ინტერი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო)
თავდამსხმელი: რაფაელ ლეაო (მილანი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
მიუხედავად ყველაფრისა ჯიდლოა იქნება თუ არა ხვიჩა არის ქართველებისთვის ოქრო ბრილიანტი და საოცარი ადამიანი და სახე საქართველოს :)