ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
Ar mjera nutu sizmari araa??!! Jer kidev gushin sanatreli gvqonda top-5shi vinme qartvels etamasha da dges tamashi Kiara mvp xdebian qartvelebi,,vulocav kvarasac da miqautadzesac sezonis mvp-obas da sxva qartveli fexburtelebistvisac migvelocos romlebic uflis wyalobit ufro da ufro metni chndebian am bolo wlebshi,,ro gadavxedot chveni nakrebis shemadgenlobas karshi, naxevardacvashi, flangebze da shetevashi ar mgonia ro romelime aragrand nakrebze naklebi viyot shemadgenlobit ase rom mgonia chveni nakrebi ukve axal safexurze gadava da donit da xarisxit norvegiis,shveicariis,saberdznetis,daniis da msgavsi nakrebebis konkurentad iqceva da ara farerebi Latvia maltis,,warmatebebi yvela qartvel sporcmens vinc saqartvelos asaxelebs
Gel-100
02 ივნისი 2023 22:12
2
ჩვენი ბიჭის აღიარებით ყველამ ერთად გავიხარეთ. ყოჩაღ ხვიჩა კარგი სეზონი იყო ძალიან. ერთი ამოსუნთქვით მესიმაც ვერ ჩაატარა პირველ სეზონი საფრანგეთში გადასულმა. გილოცავ წინ დიდი გამარჯვებებისაკენ.
G.LA
02 ივნისი 2023 21:10
3
არ გვანერვიულეს ამ შობელძაღლებმა...გილოცავ ხვიჩა,ვულოცავ საქართველოს,მალე ოქროს ბურთი მოგველოცოს შენთვის,შრომა არ გეზარება და ნიჭიც უხვად გაქვს,ჰა ბურთი და მოედანი...
Gomako
02 ივნისი 2023 20:26
5
არის ჩვენი ბრილიანტია იმსახურებდა ყველანაირად
სიტყვები არ მყოფნის
HK
02 ივნისი 2023 20:23
2
ცრემლი მომადგა.
მადლობა, ჩვენო ხვიჩუკა!
ვისაც ეწყინა, იმის .............!
ILIA
02 ივნისი 2023 21:09
2
ნაცებს ეწყინათ და გულზე სკდებიან !
zura222
03 ივნისი 2023 05:37
1
ნამდვილად ეკუთვნოდა! ვულოცავ სრულიად საქართველოს!
ვახო...
02 ივნისი 2023 20:18
2
წარმოუდგენელი რამ, 1 წლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა. Გილოცავთ.
Რერო
03 ივნისი 2023 00:26
1
ხვიჩას (და სრულიად საქართველოს) ვულოცავ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს!!!
N
02 ივნისი 2023 22:29
2
შიიგ ბოღმიან ჰეითერებში. გილოცააავთ ყველას, იტალიელებს ფეხბურთი და ესთეტიკა არ ეშლებათ, ვისაც ესმის ფეხბურთი ხედავს კვარა რაც არის და რას აკეთებს მოედანზე, ეს პრიზი წინასწარვე ცხადი იყო ვის ეკუთვნოდა. ბრჭყვიალა ზღაპარში გადაგვიყვანა სრულიად ერი ამ ბიჭმა, ისტორიას ეპოქებს რომ შემორჩება ჩვენი ქვეყნის სასახელოდ ეს ისეთი რეგალიაა ფეხბურთში თან დებიუტანტისთვის სერია ა-ს mvp-ის ტიტული. ხვიჩა თავდაჯერებული შრომის მოყვარე ბიჭია, ამ მცირე სტატისტიკურ ჩავარდნასაც გადალახავს და მომდევნო სეზონში ხვიჩა უფრო დამანგრელი იქნება ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ და შემდეგ სეზონში უკვე ოქროს ბურთის წოდება მიგველოცოს ჩვენი სიამაყისთვის.
Charley
02 ივნისი 2023 21:03
2
გუშინ წერდით სადაა ხვიჩაო და დღეს უდიდესი სიხარულია ჩვენთან! ბრავო ხვიჩისსიმო და ბრავ ო იმ გულშემატკივარს ვინც ბილომდე უდგას მას!
suxumchanin
02 ივნისი 2023 20:57
2
ხვიჩას ყველა თამაშს ვადევნებდი თვალს, რუბინის ამხანაგურებსაც ვუყურებდი ხვიჩას ხათრით.არც გამკვირვებია, სერია ა რომ დაიპყრო. მე უფრო ის მიკვირდა, ესპანეთს როგორ ეთამაშა დელ პოროს და ბუსკეტს ყვითლები მიაღებინა, გოლი გაუტანა, მუდმივად ატერორებდა ვის, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს და ადეკვატური ყურადღება არსაიდან
merabi-1960
02 ივნისი 2023 22:08
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული