ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
ხვიჩა, ხვიჩა და კიდევ ხვიჩა!!!!!!
გაუმარჯოს ჩვენ ბრილიანტს !!
საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!
ჯონი
02 ივნისი 2023 23:43
2
რა დასანანია რო ლიგის ფინალში ვერ გავიდნენ. აუ რა მაგარი სანახაობა იქნებოდა ხვიჩა უოკერის და ხოლანდის წინაახმდეგ. ვისთანა ბიჭო გამოვარდნენ ნერვები დგემდე მეშლება. მაგრამ ზოგი ფეხბურთელი რო გასაშვებია ნაპოლიდან ეს გამოჩნდა რაც ძალიან კარგია იმედია დე ლაურენტისი გაუშვებს ვინც გასაშვებია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02 ივნისი 2023 21:51
4
ცრემლები მომდის გენაცვალე
გიო
03 ივნისი 2023 00:25
2
საქართველოს ლეგენდარულ(აქ ძველი ლეგენდებიც მყავს მხედველობაში) ვეტერან და მოქმედ ფეხბურთელებს მოკრძალებით ვთხოვ სიყვარულით მოიხარონ ქედი ხვიჩა კვარაცხელიას წინაშე
თენგო
02 ივნისი 2023 22:30
2
ყოველ ჯერზე ჩანს მაგრამ ახლა უფრო მეტად გამოჩნდა როგორი სამარცხვინო მთავრობა გვყავს, როგორც კი ხვიჩა საუკეთესო გახდა, გამოფინეს მასთან გადაღებული ფოტო. რაღაც ღონისძიებაზე რო მიეტმასნენ, შუაში ჩაიყენეს და ფოტო გადაიღეს, ყოველი ხვიჩას წარმატებაზე რომ ერთი და იგივეს დებენ, ხალხი რომ გააღიზიანონ და იქეთ მეორე გავეშებულ, ასევე სამარცხვინო ბრბოს რომ მიუგდონ საჯიჯგნად.
წურბელებივით ეხვევიან იმას, ვისაც რეიტინგი აქვს.
არ გიშველით ეგ, მაინც ვერ გააპოლიტიკოსებთ ხვიჩას. ამის დიდი იმედი მაქვს, რათქმაუნდა თავს ვერაფერზე დავდებ მაგრამ, ამ ქვეყანაში ყველაფერი სამარცხვინო მეჩვენება თავის მთავრობა ოპოზიციანად. ხვიჩას გარდა ნათელ წერტილს ვერ ვხედავ აქ და ამასაც რომ გვერდით, ფარად იყენებენ მწყინს.
მაინც ვერაფერი გამიფუჭებს ამ განწყობას ახლა მაგრამ ისინი რომ ცდილობენ ეგ ბიჭი ვიღაცეებს გაალანძღინონ და მერე ფარისევლურად ვითომ დამცველებად დაუდგნენ, ეს სიმდაბლე და გაიძვრერობა მკლავს.
??
02 ივნისი 2023 21:10
28
Dislaikebis avtorebs albat mdzime game eqnebat:))dae dagiskdet bogbiani gulebi...gilocavt udidesi agiareba kvaram es daimsaxura!!!!!
Givi
02 ივნისი 2023 22:11
3
მთელ სანაცეთში გლოვაა გამოცხადებული !
zura222
03 ივნისი 2023 05:52
2
ქართული შრიფტით წერე თორე მგონი შენც მძიმე ღამე გქონდეს))
ჭრრრ
03 ივნისი 2023 00:32
2
Sagol raa,win da win iare karierashi da gagvaxare sheni lamazi tamashit!!!
L.J .
02 ივნისი 2023 21:18
3
ყველაფერი ლოგიკურია. მე პირადად საუკეთესო მეკარედ მილანის მეკარეს მაიკ მენიუს დავასახელებდი
დავით 67
03 ივნისი 2023 00:46
3
წარმოუდგენელი შედეგია.
რამხელა კლასი და ოსტატობა უნდა გქონდეს რომ მასეთ ლიგაში სეზონის საუკეთესო გახდე.
გავბედავ და ვიტყვი, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელია
გენა
03 ივნისი 2023 10:01
4
შარშან ამას წარმოიდგენდა და მიჰა სააკაშვილი, მიშა (ბიზვინა) მშვილდაძე, ვახო (პიტალო) სანაია და ნიკუტა (ნიკა) გვარამია წარმოიდგენდნენ :))))))))))
Lolo
03 ივნისი 2023 11:33
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული