ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
გილოცავთ!
ზიზ
02 ივნისი 2023 20:28
2
გილოცავთ. მაგარი გახარებული ვარ. კვარა შენ გეხუტუნე,მაგარი კაცი ხარ. გასკდით ახლა გულზე,ვინც კვარას არ აღიარებდით.
კახა
02 ივნისი 2023 20:24
3
ოქროს ბიჭო გენაცვალე,უდიდეს წარმატებას გისურვებ და ასმაგ და ათასმაგ წისნვლას.
გეგი
02 ივნისი 2023 20:15
2
გაიხარე ჩვენო გამხარებელო. დიდი მადლობა რომ ასეთი ხარ
ქეთევან
03 ივნისი 2023 00:36
1
Sagol kvaraaa
Gel-100
02 ივნისი 2023 21:52
1
ახლა შემეძლო ყველა ბოღმიანი ხელმოცარული, რომელიც ასეთივე კომენტარებს წერდა, ,,თბილად" მომეკითხა, მაგრამ არ ღირს. :) წარმატებებს გისურვებ, ხვიჩა!
რატი
02 ივნისი 2023 23:39
2
რათქმაუნდა არ ღირს. ამ სიხარულმა ყველაფერი დამავიწყა და ჰეითერებიც კი შემიყვარდნენ.რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს :დდდ
!!
03 ივნისი 2023 00:30
1
Warmatebebi kvara.daagvirgvina sezoni. Liga mogvelocos momavali sezonshi
Gio
02 ივნისი 2023 20:18
2
Გილოცავ ხვიჩა! Ვამაყობ შენით. Მადლობა ამ სიხარულისთვის. Არ გაჩერდე, იშრომე!
Ტტტ
02 ივნისი 2023 21:07
2
Shen genacvale xvichàaaaaaa.
Dato
02 ივნისი 2023 20:16
2
სიზმარი გრძელდება!
გიორგი
02 ივნისი 2023 22:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული