ბომბარდირთა ბომბარდირი მიქაუტაძე ზეიმობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე 3:2 სძლია "ბასტიას" და დიდი ალბათობით ლიგა 1-ში დაბრუნდება. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 81-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა (8 საგოლე გადაცემა გააკეთა) და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე დგილზე 19 გოლით "კანის" ფორვარდი ალეკსანდრე მენდი გავიდა.

ნამატჩევს "მეცის" საიტმა მოზეიმე გიორგის სურათი გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო: "ამ წარმოუდგენელ სეზონს ჩვენ ვერ
დავივიწყებთ".

Sportall.Ge

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და ფეხბურთელებთან ერთად ხარობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
2თვის უკან ვიძახდი რო მეცი ავიდოდა ლიგა ერთში და ბორდო ჩარჩებოდა!გიო მაგარი ბიჭია.თავმდაბალი და პროფესიონალი!ვუსურვებ რო სერია A -ს გუნდში გადავიდეს!უდინეზე ფიორენტინა ან ჯენოაში დაგლიჯავს!
გიორგი IV
03 ივნისი 2023 13:16
2
წლის სამეული ჩემი აზრით:

1. კვარაცხელია
2. მიქაუტაძე
3. მამარდაშვილი
მინდია
03 ივნისი 2023 13:04
1
ერთ-ერთი გოლი მიქაუტაძის უშუალო მონაწილეობით გავიდა!
ლაშა
03 ივნისი 2023 11:14
0
გაიხარე გიორგი!!!!!!!! ლომი ხარ შენ გენაცვალე ასე გააგრძელე საამაყო ქართველო! თავი სიზმარში მგონია, ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა!!!!!!!
rigiti
03 ივნისი 2023 10:31
0
გიო გილოცავ,ბრწყინვალე სეზონი გქონდა და დაგიფასდა,ასეა ყოველთვის,შრომა ფასდება,ახლა ჯერი საქართველოს ნაკრებზეა სადაც შენგან ასევე მოველით ბ ო მ ბ ა რ დ ი რ ო ბ ა ს! იმედებს ვამყარებთ გულშემატკივრები და არ გაგვიცრუო,აბა შენ იცი და შენმა ბიჭობამ,ნაკრებში ისეთი პარტნიორი გყავს გვერდით ვისაც ნატრობს მთელი ევროპა, შენც და ხვიჩაც საუკეთესოები ხართ თქვენს ლიგებში და ორივემ უნდა დაგლიჯოთ,სხვა ვარიანტი არ არის და არც ვართ თანახმა!მოკლედ გაიხარე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!
ზაზა
03 ივნისი 2023 06:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული