კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ აღიარებას ველოდით, თუმცა ისეთივე ემოციებით შევხვდით, როგორც მოულოდნელ ინფორმაციას. ეს ყველასათვის ამაღელვებელია ამბავია. ტოპლიგაში პირველივე სეზონში "კვარამ" ყველაფერი შეძლო და ევროპა აალაპარაკა - თვალისმომჭრელი დრიბლინგები, არაორდინალური გადაწყვეტილებები, გენიალური საგოლე პასები და ისეთი გოლები, როგორებიც "სასუოლოსთან" თუ "ატალანტასთან" ვნახეთ...

Sportall.Ge

რის გამოც ქართველი გულშემატკივრები ნერვიულობენ, ეს "მშრალი" სერიაა, რომელიც ბოლო დროს ქართველ გარემარბს აქვს, თუმცა იმ სატურნირო უპირატესობაში, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონობა ადრევე გაინაღდა, "კვარადონას" დიდი
წვლილი აქვს შეტანილი - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლში სკუდეტო დაბრუნებულია!

სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან ასახელებენ. გეოგრაფია ახლა საქართველომ გაზარდა, ხვიჩა კვარაცხელია კი გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა.

Sportall.Ge

გამარჯვებულთა სია ქვეყნების მიხედვით:

იტალია (8): მანჩინი, ვიერი, ტოტი, ბუფონი, კანავარო, პირლო, ჯილარდინო, ბონუჩი;

არგენტინა (3): ტევესი, მილიტო, იკარდი;

პორტუგალია (2): რონალდო, ლეაო.

Sportall.Ge

საფრანგეთი (2): ზიდანი, ტრეზეგე;

ბრაზილია (2): რონალდო, კაკა;

ჩეხეთი: ნედვედი;

შვედეთი: იბრაჰიმოვიჩი;

ბელგია: ლუკაკუ;

საქართველო: კვარაცხელია.

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

altბოლო ტური იტალიაში - "შემოჭრილი" კვარაცხელია, მიმზიდველი ფეხბურთი და მონატრებული ტიტული...

მკითხველის კომენტარები / 32 /
მეტირება დედას ვფიცავარრ, ეს მარტო ხვიჩას წარმატება არ არის ჩვენი ქვეყნისს საქართველოს წარმატებაა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რამხელა რაღაც მოხდა
ქართველი
12:16 03-06-2023
2
ხვიჩას ვენაცვალე. ამ დიდმა (წლოვანებით არა) კაცმა სიხარული და სიამაყე დაგვიბრუნა ქართველებს. ძალიან დიდხანს გაგრძელებოდეს საფეხბურთო კარიერა, და ულევი ემოციები ეჩუქებინოს. გაიხარე დიდო ქართველო!
შალვა
13:24 03-06-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული