კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ აღიარებას ველოდით, თუმცა ისეთივე ემოციებით შევხვდით, როგორც მოულოდნელ ინფორმაციას. ეს ყველასათვის ამაღელვებელია ამბავია. ტოპლიგაში პირველივე სეზონში "კვარამ" ყველაფერი შეძლო და ევროპა აალაპარაკა - თვალისმომჭრელი დრიბლინგები, არაორდინალური გადაწყვეტილებები, გენიალური საგოლე პასები და ისეთი გოლები, როგორებიც "სასუოლოსთან" თუ "ატალანტასთან" ვნახეთ...

Sportall.Ge

რის გამოც ქართველი გულშემატკივრები ნერვიულობენ, ეს "მშრალი" სერიაა, რომელიც ბოლო დროს ქართველ გარემარბს აქვს, თუმცა იმ სატურნირო უპირატესობაში, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონობა ადრევე გაინაღდა, "კვარადონას" დიდი
წვლილი აქვს შეტანილი - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლში სკუდეტო დაბრუნებულია!

სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან ასახელებენ. გეოგრაფია ახლა საქართველომ გაზარდა, ხვიჩა კვარაცხელია კი გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა.

Sportall.Ge

გამარჯვებულთა სია ქვეყნების მიხედვით:

იტალია (8): მანჩინი, ვიერი, ტოტი, ბუფონი, კანავარო, პირლო, ჯილარდინო, ბონუჩი;

არგენტინა (3): ტევესი, მილიტო, იკარდი;

პორტუგალია (2): რონალდო, ლეაო.

Sportall.Ge

საფრანგეთი (2): ზიდანი, ტრეზეგე;

ბრაზილია (2): რონალდო, კაკა;

ჩეხეთი: ნედვედი;

შვედეთი: იბრაჰიმოვიჩი;

ბელგია: ლუკაკუ;

საქართველო: კვარაცხელია.

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

altბოლო ტური იტალიაში - "შემოჭრილი" კვარაცხელია, მიმზიდველი ფეხბურთი და მონატრებული ტიტული...

მკითხველის კომენტარები / 32 /
მეტირება დედას ვფიცავარრ, ეს მარტო ხვიჩას წარმატება არ არის ჩვენი ქვეყნისს საქართველოს წარმატებაა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რამხელა რაღაც მოხდა
ქართველი
03 ივნისი 2023 12:16
2
დისლაიქს ვინც აჭერს იმის ტვინში ჩამახედა
ტიმო
03 ივნისი 2023 13:34
3
ტიმოს.რად გინდა,რა უნდა ნახო?ან ცარიელი იქნება,ან კიდევ, დამპალი ნაგვით გავსებული.
სოსო
03 ივნისი 2023 15:18
1
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას ვენაცვალე. ამ დიდმა (წლოვანებით არა) კაცმა სიხარული და სიამაყე დაგვიბრუნა ქართველებს. ძალიან დიდხანს გაგრძელებოდეს საფეხბურთო კარიერა, და ულევი ემოციები ეჩუქებინოს. გაიხარე დიდო ქართველო!
შალვა
03 ივნისი 2023 13:24
4
ხვიჩა შენ გენაცვალე ეს რა ქენი საქართველო ხარობს ,წინსვლა და წინსვლა, ღმერთო მიეცი კიდევ ყველაფერი ამ ბიჭს რომ რაც გულში აქვს ის შეძლოს,შეძლებს რა თქმაუნდა,და ერთხელ შემახვედროს ,ბევრს აქვს ეს ნატვრა მაგრამ აგვისრულე ღმერთო,წარმოუდგენელი სიხარული და სიამაყე თან გვდევს ყველა ქართველს, ეს მარტო ფეხბურთი კი არ არის, ეს არის ის იმ აუხდენელი ოცნებების თანდათან ასრულება რომელსაც ამდენი წლებია ასე ელის ქართველი გულშემატკივარი,მჯერა შენი, გვჯერა შენი ძალიან დიდი გულის, ყველას რომ გადმოგვედო, ის გულწრფელი ემოციები, კაცობა, თავმდაბლობა რაც ასე გამაღლებს, სწორედ ამაშია შენი ძალიან დიდი ფასი , ღვაწლი, სიყვარული, ნაპოლის თამაში როცა იწყება იმ მაგიურ ნომერს , იმ საყვარელ კაცს ვეძებთ თვალებით, გულით, და აღარაფერი აღარ არის სხვა ამაზე საინტერესო და რაღაცა გვემართება აუხსნელი და წარმოუდგენელი, აბა ამ ყველაფრის უბრალოდ ასე წარმოდგენა შეუძლებელია ნაღდად,გვიყვარხარ ძალიან, წარმატებები!!
ზაზა
03 ივნისი 2023 21:16
2
ანლაიქზე ალბათ შემთხვევით დაეჭირათ, თორე ვინც ეს 2 ანლაიქი შემთხვევით არ დააფიქსირა ის სუფთა არაკაცია.
skaro
04 ივნისი 2023 11:08
0
ვულოცავ!!! დიდი აღიარებაა!!! წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
03 ივნისი 2023 15:14
1
დისლაიკის ავტორებს მინდა მივმართო, ესე რამ გაგაბოროტათ? ზოგიერთი მათგანი ისეთი გუნდების თავგადაკლული ფანია,სადაც ქართველი არ თამაშობს, აგერ ქართველი ვარსკვლავი გამოჩნდა და ვერ აგიტანიათ, ცდილობთ შეურაცხყოფა მიაყენოთ, დააკნინოთ მისი წარმატება. ვერ ვხვდები ვერანაირად, ვინ ხართ, რა რჯულის ხალხი ხართ, საიდან გაჩნდით ამდენი.
გია პაპა
04 ივნისი 2023 10:53
3
ნიგერიელები იქნებიან )))
შოთა
05 ივნისი 2023 19:12
0
დისლაიკების ავტორები არიან შხამით და გესლით,ჩირქით და ნეხვით გაჯერებული ვაი- ქართველები, რომლებსაც წარმატებულ ქართველებზე შური ასულდგმულებთ! სამწუხაროდ ასეთი ნაგავი ქართველები არიან უმეტესნი…ასეთი გენეტიკა აქვთ მათ! სხვა ეროვნების წარმატებულ წარმომადგენლებს ისენი საკუთარ დედებს და შვილებს ჩაუგორებენ ლოგინებში…
გიორგი
04 ივნისი 2023 22:53
1
კვარაცხელიამ ნაპოლში არა მარტო 12 ბურთი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, არამედ ის ნაპოლის მოტორი იყო და მთელი გუნდი მასზედ აკეთებდა სწორებას, ისე, როგორც დღეს რონალდოს მაგალითზე ვარჯიშობენ არაბეთის ჩემპიონატში ადგილობრივი ფეხბურთელები, ამიტომ ეს მოულოდნელობა არ ყოფილა და იტალიელები თურმე ყველაფერს ხედავენ და სათანადოდ აფასებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ივნისი 2023 15:01
4
ხვიჩა 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში!ამიერიდან ძრწოდნენ ჩვენი ნაკრების მეტოქეები!გიო მიქაუტაძე მბაპეს შემდეგ საუკეთესო საფრანგეთში!უფრო მეტად ძრწოდნენ!ახლა ზურიკოს ჯერიც დადგა,მე ძალიან მეიმედება და რა ვთქვა აღარც ვიცი,ბიჭებო წინ,სრული სვლით,არავისზე ნაკლები არა ხართ და ყველასთან მოგება მხოლოდ,არანაირი სხვა შედეგი არ გეკადრებათ, მ ო გ ე ბ ა !
ზაზა
03 ივნისი 2023 14:36
5
ნეტა არ ძრწოდე რა? თქვენი ბაქი-ბუქები, ყელშია ამოსული უკვე!
ზაზას
03 ივნისი 2023 15:53
38
ზაზა, ჩაკვე გამოგრჩა. ხვიჩაზე არანაკლებ უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც მალე იტყვის თავის სიტყვას. ევროკავშირზე ხელმოუწერლადაც აყვავდა, ქართული ფეხბურთი. გაუმარჯოს ქართულ გენს!
ჯანო
15 ივნისი 2023 02:08
0
რაც მე ვიბაქიბუქე ყველაფერი ზუსტად ისე ხდება,ხვიჩას და გიორგის შემთხვევაშიც!ნახეთ შარშანდელი ჩემი კომენტარები და დარწმუნდებით!ეს ისე პესიმისტებისთვის,
ზაზა
03 ივნისი 2023 16:04
2
შენ გენაცვალე ქართველო გულში
გიგა კაპანაძე
03 ივნისი 2023 21:03
2
გილოცავ ხვიჩა და ეს ერთი და სხვა მრავალი!
ტოტო
03 ივნისი 2023 22:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული