"მიქაუტაძის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება" - "მეცის" პრეზიდენტმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მეცის" პრეზიდნტმა ბერნარ სერინმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი შანსია, რომ ქართველი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს დატოვებს.

"როდესაც რომელიმე ევროპული კლუბი შენს ფეხბურთელს დიდ ხელფასს სთავაზობს, ასეთ დროს რთულია ფეხბურთელს წასვლა გადააფიქრებინო. ეჭვგარეშეა, რომ მისი (გიორგის) დაკარგვის წინაშე ვდგავართ. დიახ, შესაძლოა, მან დაგვტოვოს, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია", - განაცხადა სერინმა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 37 მატჩი გამართა, თავი კი 23 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა. 22 წლის ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

altემოციური

კადრები - ყველანი მოედანზე შევარდნენ, მიქაუტაძე კი პირველი მწვრთნელს ჩაეხუტა [VIDEO]

altბომბარდირთა ბომბარდირი მიქაუტაძე ზეიმობს

alt"კვარა", "მამარდა", ზურიკო, მიქაუტაძე - 21-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
Ლიონი კარგი ვარიანტია.
Რერო
18:36 04-06-2023
0
გეთანხმებით, რომ სკამზე ჯდომას მეცში დარჩეს ჯობია, თუმცა მეცი არაა ღირსი, რომ გიორგი დარჩეს ამ კლუბში, რამდენი აწვალეს, ბელგიის მეორე ლიგის ბომბარდირი გახდა, პლუს გუნდი უმაღლეს ლიგაში აიყვანა, მაინც არ დაიბრუნეს და სულ ტყუილად ათელინეს ბელგიის სტადიონების ბალახი, კიდევ ერთი წელი დატოვეს ბელგიაში. არადა გიო უეჭველი კარგ თამაშს ანახებდა შარშანაც. მეციდან უნდა წავიდეს, ისეთ კლუბში, სადაც გარანტირებული ექნება ადგილი ძირითადში. დამიჯერეთ, ასეთი კლუბი ბევრი მოიძებნება ტოპ ლიგებში. მეცი გიოსგან არაფრის ღირსი არაა. მან აღიარება საკუთარი ოფლის ხარჯზე მოიპოვა, მეცი მას ამაში არ დახმარებია, პირიქით: ხელი შეუშალა.
ბმბ
18:01 04-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული