Veni, vidi, vici - კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პირთამდე სავსე "დიეგო მარადონაზე" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.

კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში MVP გახდა.

ხვიჩამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის - ლუჩანო სპალეტის.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რეგვენო ! სახელი ზლატანის გვერდზე დროგბას როგორ წერ !
დ.დ.
11:16 05-06-2023
1
ბევრი ოსიმენს თვლის საუკეთესოდ,მაგრამ არ ვიცი ბოლო თამაშში ხვიჩამ 2-3 დატოვა ფაქტიურად მეკარესთან და ერთიც ვერ გაიმოიყენა
ვანო
10:43 05-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული