მამარდაშვილის "ვალენსია" წაგებას და ლა ლიგიდან გავარდნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ბეტისთან“ ფრეს (1:1) მიაღწია და სეგუნდაში გავარდნას გადაურჩა.

"ვალენსიამ" პრიმერა 42 ქულით მეთექვსმეტე ადგილზე დაასრულა.

მასპინძლები პირველივე წუთზე პერესმა დააწინაურა, რომელიც მამარდაშვილთან ერთი-ერთზე გავიდა და გაიტანა. სტუმრები ბევრს უტევდნენ. ალმეიდას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 63-ე წუთზე ბრძოლაში ბურთი თითქოს სევილიელ როდრიგესს ხელზე მოხვდა, მსაჯმა თავიდან პენალტი დანიშნა, მაგრამ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ var-მა გააუქმა. თუმცა მალე ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მუსა გააძევეს და "ღამურები" კაცნაკლული დარჩა. დარჩენილ და მსაჯის
მიერ დამატებულ 12 წუთში აღარაფერი შეიცვალა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა სევილიური გუნდის ლეგენდამ, ხოაკინმა, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში შეუცვლელად ითამაშა, 45 გოლი გაუშვა, 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ბევრი კლუბი ეპატიჟება და შესაძლოა, "ვალენსია" დატოვოს.

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 54 097
მაყურებელი
ბეტისი - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 პერესი (1), 1:1 ლოპესი (71)
გაძევება: მუსა (81)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიღაცეებმა გამოთვალეს, რომ გიორგიმ მინიმუმ 6-7 ქულა შეუნარჩუნა ვალენსიას, გამოაკელით ეს ქულები საბოლოო შედეგს და ვნახავთ, რომ ვალენსია უპირობოდ გავარდნილი იყო სეგუნდაში, მამარდა რომ არ ჰყოლოდათ.
ბმბ
16:12 05-06-2023
0
სტატიაში სწერია,ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევესო,მუსა!რა ბოლო იმედი,ხალხო,კოჭის მაღლა,ისეთი დაარტყა,გაშლილი ფეხით,რომ სასწაული იყო,ფეხი როგორ არ მოტეხა.მსაჯმა ჯერ ყვითელი ამოუღო,მაგრამ ჩანაწერი რომ ნახა,უყოყმანოდ შეუცვალა წითელი ბარათით.არც ბოლო იმედის ჯარიმა იყო,მის უკან კიდევ იყვნენ მცველები და არც განზრახ გაუკეთებია,მაგრამ ასე გამოუვიდა.რომ გადიოდა,ბეტისის ფეხბურთელებმაც კი,თანაგრძნობა გამოხატეს,ზურგზე ხელის დარტყმით.ბეტისს არავითარი მოტივაცია არ ჰქონდა და ყველას ესმოდა,რომ რაც მოხდა,მასაც შემთხვევით გამოუვიდა.
სოსო
12:35 05-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული