მამარდაშვილის "ვალენსია" წაგებას და ლა ლიგიდან გავარდნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ბეტისთან“ ფრეს (1:1) მიაღწია და სეგუნდაში გავარდნას გადაურჩა.

"ვალენსიამ" პრიმერა 42 ქულით მეთექვსმეტე ადგილზე დაასრულა.

მასპინძლები პირველივე წუთზე პერესმა დააწინაურა, რომელიც მამარდაშვილთან ერთი-ერთზე გავიდა და გაიტანა. სტუმრები ბევრს უტევდნენ. ალმეიდას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 63-ე წუთზე ბრძოლაში ბურთი თითქოს სევილიელ როდრიგესს ხელზე მოხვდა, მსაჯმა თავიდან პენალტი დანიშნა, მაგრამ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ var-მა გააუქმა. თუმცა მალე ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მუსა გააძევეს და "ღამურები" კაცნაკლული დარჩა. დარჩენილ და მსაჯის
მიერ დამატებულ 12 წუთში აღარაფერი შეიცვალა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა სევილიური გუნდის ლეგენდამ, ხოაკინმა, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში შეუცვლელად ითამაშა, 45 გოლი გაუშვა, 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ბევრი კლუბი ეპატიჟება და შესაძლოა, "ვალენსია" დატოვოს.

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 54 097
მაყურებელი
ბეტისი - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 პერესი (1), 1:1 ლოპესი (71)
გაძევება: მუსა (81)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიღაცეებმა გამოთვალეს, რომ გიორგიმ მინიმუმ 6-7 ქულა შეუნარჩუნა ვალენსიას, გამოაკელით ეს ქულები საბოლოო შედეგს და ვნახავთ, რომ ვალენსია უპირობოდ გავარდნილი იყო სეგუნდაში, მამარდა რომ არ ჰყოლოდათ.
ბმბ
05 ივნისი 2023 16:12
0
სტატიაში სწერია,ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევესო,მუსა!რა ბოლო იმედი,ხალხო,კოჭის მაღლა,ისეთი დაარტყა,გაშლილი ფეხით,რომ სასწაული იყო,ფეხი როგორ არ მოტეხა.მსაჯმა ჯერ ყვითელი ამოუღო,მაგრამ ჩანაწერი რომ ნახა,უყოყმანოდ შეუცვალა წითელი ბარათით.არც ბოლო იმედის ჯარიმა იყო,მის უკან კიდევ იყვნენ მცველები და არც განზრახ გაუკეთებია,მაგრამ ასე გამოუვიდა.რომ გადიოდა,ბეტისის ფეხბურთელებმაც კი,თანაგრძნობა გამოხატეს,ზურგზე ხელის დარტყმით.ბეტისს არავითარი მოტივაცია არ ჰქონდა და ყველას ესმოდა,რომ რაც მოხდა,მასაც შემთხვევით გამოუვიდა.
სოსო
05 ივნისი 2023 12:35
0
მატჩის 60 წუთზე,შეცვალეს და საფეხბურთო კარიერა დაასრულა ბეტისის 41 წლის კაპიტანმა,ხოაკინმა.მან 622 მატჩი ჩაატარა,მატჩის ბოლოს კი,ის,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.ვფიქრობ,ეს ძალიან ლამაზი ჟესტი იყო!
სოსო
05 ივნისი 2023 12:24
0
ასეთი უსახური სეზონისათვის კი იმსახურებდა ვალენსია გამოსაფხიზლებელ ლიგაში გავარდნას..თუმცა გავარდნა ამ ბოლო ტურში როგორ ემუქურებოდა მაინც ვერ მივხდი?....ისიც ვერ მივხდი ხეტაფე რატომ არის ვალენსიაზე წინ? ურთერშეხვედრებში..ვალენსიამ სახლში 5-1 დაანგრია..და გასვლაზე 0-1 წააგო, ბურთები ვალენსიას მეტი აქვს გატანილი ..42 ვალენსიას და 34 ხეტაფეს..ბურთების სხვაობა -3 ვალენსიას და -11 ხეტაფეს...ხეტაფეს რომ წაეგო ვალიდოლიდთან გავარდნილი იყო...მაგრამ ვალენსიას როგორო ვარდებოდა ამას ვერ ვხდები..
ბუჯანგა
05 ივნისი 2023 09:06
1
წარმატებები მამარდას ახალ სეზონში სადაც იქნება
macbook pro
05 ივნისი 2023 05:11
0
მუსა,3 წუთის შესული იყო,შეცვლაზე და წითელი ბარათი აიკიდა.თავიდან ყვითელ;ი აჩვენა,მაგრამ სრულიად აშკარა წითელი იყო და გამეორების ნახვის შემდეგ,წითლით შეუცვალა.კი,დარჩა,ლიგაში, მაგრამ მაგათი ადგილი,მანდ არ არის!მამარდას გულისთვისაც კი,მიჭირს მათი ამაზრზენი თამაშის ყურება.უნდა გაასწროს, გიორგიმ.
სოსო
05 ივნისი 2023 01:21
5

სიახლეები პოპულარული