მამარდაშვილის "ვალენსია" წაგებას და ლა ლიგიდან გავარდნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ბეტისთან“ ფრეს (1:1) მიაღწია და სეგუნდაში გავარდნას გადაურჩა.

"ვალენსიამ" პრიმერა 42 ქულით მეთექვსმეტე ადგილზე დაასრულა.

მასპინძლები პირველივე წუთზე პერესმა დააწინაურა, რომელიც მამარდაშვილთან ერთი-ერთზე გავიდა და გაიტანა. სტუმრები ბევრს უტევდნენ. ალმეიდას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 63-ე წუთზე ბრძოლაში ბურთი თითქოს სევილიელ როდრიგესს ხელზე მოხვდა, მსაჯმა თავიდან პენალტი დანიშნა, მაგრამ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ var-მა გააუქმა. თუმცა მალე ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მუსა გააძევეს და "ღამურები" კაცნაკლული დარჩა. დარჩენილ და მსაჯის
მიერ დამატებულ 12 წუთში აღარაფერი შეიცვალა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა სევილიური გუნდის ლეგენდამ, ხოაკინმა, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში შეუცვლელად ითამაშა, 45 გოლი გაუშვა, 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ბევრი კლუბი ეპატიჟება და შესაძლოა, "ვალენსია" დატოვოს.

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 54 097
მაყურებელი
ბეტისი - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 პერესი (1), 1:1 ლოპესი (71)
გაძევება: მუსა (81)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მუსა,3 წუთის შესული იყო,შეცვლაზე და წითელი ბარათი აიკიდა.თავიდან ყვითელ;ი აჩვენა,მაგრამ სრულიად აშკარა წითელი იყო და გამეორების ნახვის შემდეგ,წითლით შეუცვალა.კი,დარჩა,ლიგაში, მაგრამ მაგათი ადგილი,მანდ არ არის!მამარდას გულისთვისაც კი,მიჭირს მათი ამაზრზენი თამაშის ყურება.უნდა გაასწროს, გიორგიმ.
სოსო
01:21 05-06-2023
5
წარმატებები მამარდას ახალ სეზონში სადაც იქნება
macbook pro
05:11 05-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული