tuttofrosinone სერია A-ში გადასულ "ფროზინონეში" ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფაბიო გროსოს გუნდი, რა თქმა უნდა, ისევ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს. ამიტომ შემტევი გარემარბების მოძიება ამოცანა გახდება, რაც სატრანსფერო ბაზარზე გადასაჭრელი საკითხია და უკანასკნელ დღეებში ყველაზე აქტუალური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის ვარიანტია.
"ამ მომენტში მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტში შეუთანხმებლობის გამო პროცესი მოლოდინის რეჟიმშია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, რათა რაც შეიძლება მალე იქნეს შეთანხმება მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, "ფროზინონე" ამას იმედოვნებს.
მიზეზი კი მარტივია: 2003 წელს
დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ახლგაზრდული ნაკრების გაფართოებულ, 35-კაციან განაცხადშია შეყვანილი. ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდი თავის წარმოსაჩენად მზადაა. ცხადია, კონტრაქტის დროულად გაფორმებას შეუძლია ფასის გაზრდისა და კონკურენციის რისკი თავიდან აგვარიდოს".