საქმე პროკურატურამდე მივა - ლიგა 1-ში მიქაუტაძე ითამაშებს თუ დავითაშვილი?

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში "ბორდოსა" და "როდეზის" შეწყვეტილი მატჩის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღება 12 ივნისისთვის გადაიტანა.

იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა განახლდება, ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი გიორგი მიქაუტაძის "მეცის" გადასასწრებად და ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად 5-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება.

შეგახსენებთ, თამაში 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც "როდეზი" ლიუკა ბუადემ დააწინაურა. მას მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა ხელი ჰკრა და მსაჯმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა.

ამასობაში საქმეში "ანსი" ჩაერია, რომელიც ისევე, როგორც "როდეზი", ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის. თუ "როდეზს"
გამარჯვება ჩაუთვალეს, ეს გუნდი გავარდნას გადაურჩება, ხოლო "ანსი" ქვედა დივიზიონში დაქვეითდება და პროკურატურაში ჩივილით იმუქრება. კლუბი ირწმუნება, რომ ბუადეს ტვინის შერყევა არ მიუღია, საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, "როდეზი" კი ცდილობს, სიტუაციით ისარგებლოს და გავარდნას გადაურჩეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნდა გაეგრძელებინათ მეორე დღეს გულშემატკივრების გარეშე. ახლა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ფედერაციამ, ვიღაც უსამართლოდ დაზარალდება. დაგვიანებული გადაწყვეტილებაც შეცდომაა - რა უნდა ქნან ფეხბურთელებმა, სეზონი დამთავრდა, ზოგი ნაკრებში გამოიძახეს, უნდა მოემზადონ გადათამაშებისთვის, თუ თავად გადაწყვეტენ. მოკლედ, კაი ხათაბალაა..
ქუთაისელი
17:36 06-06-2023
0
ბორდო ჯობდა ქართული ფეხბურთისთვის, მიქაუტაძე უკეთეს კლუბში ისედაც გადავა.
დავითაშვილს გაუჭირდება.
მ.მ
13:57 06-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული