ოფიციალურად - მიქაუტაძის "მეცი" ლიგა 1-ში გადავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსა" და "როდეზის" შეწყვეტილი მატჩის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება გამოიტანა - როგორც მოსალოდნელი იყო, ჟირონდულ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, თამაში 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც "როდეზი" ლიუკა ბუადემ დააწინაურა. მას მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა ხელი ჰკრა და მსაჯმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა.

ლიგა 1-ში ოფიციალურად გადავიდა გიორგი მიქაუტაძის "მეცი", რომელიც ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეადგილოსანი "ბორდო" ლიგა 2-ში დარჩა. ამავე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა "როდეზმა", "ანსი" კი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.

მიქაუტაძე ტურნირის
ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მეცს ეკუთვნოდა, უშვალო შეხვედრაშიც დაახია ბურთი თავზე! დავითაშვილიც არაა ჯერ მზად დიდი გუნდისთვის, მოვიდეს ცოტა გონზე და ჯერ მანდ ქნას თუ რამე შეუძლია!
კოტე
11:19 13-06-2023
1
როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ზურიკო LIGUE 1-ისთვის ჯერ მზად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად არ უჭირს, აკლია ტაქტიკური განსწავლულობა და ევროპული საფეხბურთო მენტალიტეტი. თუ მუშაობას გააგრძელებს, მომავალ წელს პრობლემა ნამდვილად არ ექნება.
მამუკა
11:17 13-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული