"ჩელსის" ონანას შეძენა უნდა, თუმცა მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო რეალურია

AutoSharing Option
მეკარე ედუარდ მენდი "ჩელსის" დატოვებს და კლუბი მის შემცვლელს ეძებს, - იტყობინება Evening Standard-ის ჟურნალისტი ნიზაარ კინსელა.

პრიორიტეტული ანდრე ონანას კანდიდატურაა, თუმცა "ინტერი" მინიმუმ 50 მილიონ ფუნტს მოითხოვს და თანაც, კამერუნელის შეძენის სურვილი "მანჩესტერსაც" აქვს.

ალტერნატივად გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია), გრეგორ კობელის (დორტმუნდი) და დავიდ რაიას (ბრენტფორდი) ვარიანტები განიხილება და თუ "ჩელსიმ" ონანას გადაბირება ვერ მოახერხა, ქართველი უპირველესი სამიზნე გახდება.

რაც შეეხება მაიკ მენიოს, "მილანმა" 80 მილიონი მოითხოვა და ტრანსფერი არ შედგება. ასე რომ, მამარდაშვილის ვარიანტი უფრო რეალურად მოჩანს, მაგრამ ისიც
ცხადია, "ვალენსია" იაფად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭო ამ ონანას ვინც უყურა ლიგის ფინალში ყველა დამეთანხმება რო მაგის ადგილი მაქსიმუმ ლუტონშია. რაის ჩელსი ? კიდე ერთი დამამტკიცებელი საბუთი რო ვინც ახლა უდგას სათავეში ჩელსის ფეხბურთის გარტყმაში არაა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
10:16 13-06-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული