ხვიჩა ათეულშია - რამდენი პროცენტი აქვს შანსი კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების Skybet-ის მიხედვით

AutoSharing Option
Skybet-მა, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად "ოქროს ბურთის" 2023 წლის ნომინანტთა ათეული დაასახელა.

სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ქარიმ ბენზემას, მარკუს რაშფორდის, ლაუტარო მარტინესისა და ჰარი კეინის დარად, 1% არგუნეს და ეს ფეხბურთელები მე-6-მე-10 ადგილებზე იმყოფებიან.

რეიტინგს 48%-ით ლიონელ მესი ლიდერობს, 40% ერლინ ჰოლანს დაუწერეს, კევინ დე ბრუინს, ვინისუსსა და კილიან მბაპეს კი 2% აქვთ.

2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოგების შანსიო რა უადგილო უმარილო ხუმრობაა მსოფლიო და ლიგის მომგებებს სერიას ას ჩემპიონობა საუკეტესო ახალგაზრდა ფეხბურტელი და ემვიპმაც როგორ უნდა აჯობიოს თუ აჯობებს და აბა მაშინ გასაუქმებელია ეგ დაჯილდოვება მინდა და ერტია და სამართლიანა იმსახურებს თუ არა მეორე
ნოდო
22:24 13-06-2023
10
რატომ გრუზავთ ასეთი სტატიებით სპორტსმენებს, წინ მეტად დატვირთული თამაშების წინ, არ შეიძლება,მათ სჭირდებათ კონცენტრაცია, ფიქრი მხოლოდდამხოლოდ თამაშებზე,რომლებიც ჩვენს ნაკრებს წინ აქვს, ან რა საჭიროა ზედმეტი გაფეტიშება,ყველას ვულოცავ საკუთარ გუნდებში წარმატებებს, მაგრამ თუ ნაკრებში ბოლომდე არ დაიხარჯებიან, ეს მათ იმიჯს ქართველ გულშემატკივრების თვალში ძალიან დააზიანებს და არავის ეწყინოს მერე კრიტიკის ქარიშხალი რომ დაატყდეს,არ მიიღება არავითარი ატმასკა გადატვირთული სეზონის შეხსენებით...
ოქროს ბურთი ხეზე არ ასხია,მას დამსახურება უნდა და თუ ჩვენი ბიჭები მოინდომებენ, შეუძლებელი არაფერია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
Mr.kostaia
21:23 13-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული