"ფენომენალური, ჯადოქარი" - ხვიჩამ და ზურიკომ ერთმანეთზე ისაუბრეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა, ერთმანეთზე ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი:

"როგორ შევაფასებდი ხვიჩას 1 სიტყვით? ფენომენალური, ალბათ და გამაოგნებელი. ასეთ სეზონს, ალბათ, თვითონაც არ ელოდა. ყოველთვის მაქსიმალისტია, უნდოდა ყველაფერი, მაგრამ შეიძლება თვითონაც რომ ჩადიოდა, გულის სიღრმეში არ ელოდა ასეთ მაგარ სეზონს. ყველაფერი დაიმსახურა, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დღეს ჩამოსულიყო შეკრებაზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეთამაშა, მაგრამ ცოტა დააკლდა".

ხვიჩა კვარაცხელია:

"მე დავარქმევდი პერსონალურად ჯადოქარს. ისეთ დროს გაიტანა ეს გოლები, როცა ძალიან
სჭირდებოდა "ბორდოს", ზუკას გოლები ძალიან დაეხმარა მათ. თან ისე გაიტანა, რომ კაცს ატყუებს, ძალიან ლამაზად. ამიტომ ჯადოქარს დავარქმევდი".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმარ 2:1 დაამარცხა, ხვალ, 20 ივნისს კი შოტლანდიას შეხვდება.

ვიდეო აღებულია Goat.kvara-ს "ტიკ-ტოკ გვერდიდან"

მკითხველის კომენტარები / 14 /
zura222, შემთხვევით მაზოხისტი ხომ არ ხარ :)
vaxo
11:25 20-06-2023
1
ძალიან მაგარი ბაღნები
მირო
05:42 20-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული