გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" 21 წლის მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა მე-2 ბუნდესლიგის "ჰამბურგში" გააგრძელოს. ამასთან დაკავშირებით გერმანულმა კლუბმა "ჩემპიონატთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"დაინტერესებული ვართ თუ არა საზონოვის ჩვენს გუნდში გადმოსვლით? ჩვენი კლუბი სატრანსფერო ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს", - განაცხადა "ჰამბურგის" პრესსამსახურმა.
გამოცემა წერს, რომ საზონოვი გასული წლის სექტემბერში რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გამოეძახათ, მაგრამ მან საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა მიიღო.
გამოცემა წერს, რომ საზონოვი გასული წლის სექტემბერში რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გამოეძახათ, მაგრამ მან საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა მიიღო.
საზონოვმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი
ფასი 2.5 მილიონი ევროა.