"ჰამბურგმა" საზონოვის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი არ გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" 21 წლის მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა მე-2 ბუნდესლიგის "ჰამბურგში" გააგრძელოს. ამასთან დაკავშირებით გერმანულმა კლუბმა "ჩემპიონატთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"დაინტერესებული ვართ თუ არა საზონოვის ჩვენს გუნდში გადმოსვლით? ჩვენი კლუბი სატრანსფერო ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს", - განაცხადა "ჰამბურგის" პრესსამსახურმა.

გამოცემა წერს, რომ საზონოვი გასული წლის სექტემბერში რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გამოეძახათ, მაგრამ მან საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა მიიღო.

საზონოვმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი
ფასი 2.5 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Komentari gauketebiat,choriao meti ra unda etqvat???
L.J .
20 ივნისი 2023 22:18
0
მარსელი ჯობია, ლიგა 1-ში მესამე ადგილი დაიკავა!
ლაშა
20 ივნისი 2023 21:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული