ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიის (2:0) დამარცხების შემდეგ შოტლანდიაში განცდილი დასანანი მარცხი გადაფარა.
სოციალურ ქსელში კვიპროსთან (2:1) გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ მოძრაობებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პლატფორმა ტიკ-ტოკზე "კვარას" მომენტებს სხვადასხვა ცნობილი გვერდი ეხმაურება.
"დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე ხვიჩას. მისი ნიჭი საერთოდ სხვაგანაა" - წერს Relevant Sports-ი, რომელსაც ზემოხსენებულ ქსელში 473 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ზედმეტმა ქებამ და ყურადღებამ რაც მოიტანა ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან კარგად გამოჩნდა!!!
ზოგი ნიშნისმოგებით იმას უწერს პატრიარქს რომ შეხვდი იმის ბრალიაო, ზოგის ბრიყვული აზრებიც წავიკითხე, აი მარტში რომ დაწერე საქართველოს მომავალი ევროპაშიაო მაგის გამო ვეღარ იტან გოლებსო.
ერთი მხრივ კარგია ეს სოციალური ქსელი, ყველა ნაგავი ამოიტანა ზედაპირზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, შეიძლება წერა-კითხვა რაღაც დონეზე ისწავლე, მაგრამ მაინც გამოქვაბულში დარჩი.
დღეს მთელი საქართველო პოლიტიკურად ორად არის გაყოფილი და ეგ ბიჭი ისე მაღლა დგას ყველაფერზე, არცერთს არ შეესაბამება. ორივე მხარის კრიტიკა და ლანძღვა აქვს თავს დატეხილი თავისი გამორჩეულობის გამო და იქნებ შეგნებულმა ადამიანებმა როგორმე მაინც დავიცვათ ეგ გამორჩეული ადამიანი ამ ტალახისგან, ამ ბნელებისგან.
როგორც ორუელი ასრულებს თავის ნაწარმოებს, გადადიოდა მზერა ადამიანიდან ღორზე, ღორიდან ადამიანზე და მათი გარჩევა შეუძლებელი იყოო...
ისე ჭირს ამ ქვეყანას. მე პირადად ვეღარ ვარჩევ ვინ ადამიანია და ვინ არა...
ვფიქრობ რომ ორივე ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში ბოგინობს, ამინდს ქმნის და ადამიანების ამ დონეზე დაცემაში, ერთმანეთზე გადაკიდებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, არის უკიდურესად სამარცხვინო!
კულუარებიდან როგორც გავიგე თვითონ მშვენივრად არიან ერთად წვეულებებზეც ერთობიან და სამოგზაუროთაც დადიან, საწყალი ადამიანები კი მათ გამო სახეს აძრობენ ერთმანეთს. ჩვეულებრივი მოქალაქეები ჰგონიათ ცხვრები და ასეცაა რადგან ყველა მყვირალა სათაური, რაც ვინმეზე დაიწერება ბრბოს შესევას და ლანძღვა-გინებას იწვევს.
ეს უნდა შევცვალოთ თვითონ ხალხმა.
იმედია პოლიტიკურ განცხადებად არ ჩამეთვლება ეს კომენტარი.
ზუსტად იგივე ხდება ახალგაზრდულ ნაკრებზე.
უყურეთ ესპანეთის 21 წლამდელებს ან სხვა ქვეყნების? თამაშობენ პედრი და გავი იქ? ან რომელიმე ვარსკვლავი?
ეგ ტურნირი არის უცნობი ტალანტების აღმოჩენის შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს და თუ ვერ იგნებთ, არაა აუცილებელი საკუთარი უვიცობა ყველგან გამოამჟღავნოთ.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორი სეზონი ელოდება წინ. ემვიპი რომ გახდები და სკუდეტოს მოიგებ მომავალ სეზონში გაცილებით მეტი წნეხი და გამადიდებელი შუშით დაკვირვება რომ იქნება არიცით? მოქანცული უნდა შეხვდეს მაინცდამაინც სეზონს?
დარწმუნებული ვარ სეზონი კარგად რომ ვერ დაიწყოს პირველი თქვენ გადაუვლით აქ ჩაყრილი ჩასაფრებული ბრბო.
უვიცი და ჩასაფრებული ჰეითერებისგან დაცვა კერპთაყვანისმცემლობა არაა. ვერ გავიგე რას ეძახით კერპთაყვანისმცემლობას. ყველა ფეხბურთელს, ვისაც უსამართლოდ ლანძღავენ ჰყავს აგრეთვე გულშემატკივარი, რომელიც საკადრის პასუხს სცემს არგუმენტირებულად იმ ჩასაფრებულ მოღლიცინეებს.
ესაა კერპთაყვანისმცემლობა???
მაშინ გადაუარეთ ყველამ და ვინც ხმას ამოიღებს უსამართლობაზე ყველას კერპთაყვანისმცემელი ეძახეთ. უფრო მშვიდად იქნებით. ჰეითერები ყველას ჰყავს კი, მაგრამ თავისი ქვეყნის მოთამაშეს ისე არავის აგინებს როგორც საქართველოში და ისე არავის სძულს.
არ დამიწყოთ ახლა იტალიური და მეგრული. რაც დავწერე = ასეა ეს!!!