"მისი ტექნიკური არსენალი საერთოდ სხვაგანაა" - სოციალური ქსელი ხვიჩას კვიპროსთან მომენტებით აფეთქდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიის (2:0) დამარცხების შემდეგ შოტლანდიაში განცდილი დასანანი მარცხი გადაფარა.

სოციალურ ქსელში კვიპროსთან (2:1) გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ მოძრაობებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პლატფორმა ტიკ-ტოკზე "კვარას" მომენტებს სხვადასხვა ცნობილი გვერდი ეხმაურება.

"დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე ხვიჩას. მისი ნიჭი საერთოდ სხვაგანაა" - წერს Relevant Sports-ი, რომელსაც ზემოხსენებულ ქსელში 473 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

alt"ვკანკალებდი, ვოცნებობდი ხვიჩასთან შეხვედრაზე, რადგან ის ჩემი კერპია" - საქართველოს 16-წლამდელთა ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე გლაზგოში ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა

altDaily Record: აი,

თქვენ "კვარადონაც" და თვალცრემლიანი სანიოლი

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

alt"შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ. რთული სეზონი მქონდა, გოლი შოტლანდიაში გავა" - Geo Team-ის ბლოგი კვიპროსიდან [VIDEO]

altკვარაცხელია საუკეთესო იყო და აი, რატომ - ანალიტიკური პორტალების შეფასებები

მკითხველის კომენტარები / 45 /
შარშან ამ დროს ზუსტად ასეთი ალიაქოთი იყო ატეხილი, ბათუმის დინამოს რომ ვერ დაეხმარა კონფერენს ლიგაზე. ნაპოლიში გადადიოდა და ამათ უნდოდათ ბათუმშიც ეთამაშა და მერე ნაპოლის სეზონიც დაეწყო. ზოგი ისე იბოღმებიდა, ვნახავთ რასაც მიაღწევს იქოო, ბათუმს რომ არ ეხმარებაო, ფულზე გაცვალა გუნდიო და ათას რაიმეს წერდნენ.
ზუსტად იგივე ხდება ახალგაზრდულ ნაკრებზე.
უყურეთ ესპანეთის 21 წლამდელებს ან სხვა ქვეყნების? თამაშობენ პედრი და გავი იქ? ან რომელიმე ვარსკვლავი?
ეგ ტურნირი არის უცნობი ტალანტების აღმოჩენის შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს და თუ ვერ იგნებთ, არაა აუცილებელი საკუთარი უვიცობა ყველგან გამოამჟღავნოთ.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორი სეზონი ელოდება წინ. ემვიპი რომ გახდები და სკუდეტოს მოიგებ მომავალ სეზონში გაცილებით მეტი წნეხი და გამადიდებელი შუშით დაკვირვება რომ იქნება არიცით? მოქანცული უნდა შეხვდეს მაინცდამაინც სეზონს?
დარწმუნებული ვარ სეზონი კარგად რომ ვერ დაიწყოს პირველი თქვენ გადაუვლით აქ ჩაყრილი ჩასაფრებული ბრბო.
!!
23 ივნისი 2023 08:34
1
არ არის საჭირო!ესენი თავისას მაინც არ მოიშლიან,შენ კი,ნერვებზე მოგშლიან!ბიჭების დაცვა,რა თქმა უნდა საჭიროა,მაგრამ ასე ბრძოლაში ჩაბმაც არ არის საჭირო,რადგან ჩათვლიან,ჩვენც რაღაცას წარმოვადგენთო.ძაღლი ჰყეფს,ქარავანი მიდისო!თვითონ ხვიჩა გააჩუმებს, ავყიებს.ვინც არგუმენტებით აკრიტიკებს,მათთან არგუმენტებით კამათს რა თქმა უნდა აზრი აქვს,მაგრამ მხოლოდ მაგინებელზე პასუხის გაცემას,აზრიც არ აქვს.ერთხელ იყვირებს,მეორედ,ათჯერ,ასჯერ და როცა პასუხის ღირსად არავივ გახდის,გაჩერდება,აბა რას იზამს.ყბედი ვინ დაღალა და მუნჯმაო!
სოსო
23 ივნისი 2023 15:56
0
ხალხნო ნუ იშლით ნერვებს იმ ადამიანებზე ვინც ჩასაფრებულის პოზიციიდან ლანძღავს კვარას. ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს ყავს ჰეიტერები. აბა ობამეიანგის ჰეიტერებზე გსმენიათ რამე? (თუმცა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია). ამას ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები აქვს და აქ ამის ახსნის ადგილი არაა. მეორე კატეგორია არიან არა ჰეიტერები, არამედ უბრალოდ ფეხბუთი რომ ა ესმით ის ხალხი." ვერ გაიტანა ესეიგი ცუდად ითამაშა " ტიპები. კვარა ახლა ახალ ეტაპზე გადადის, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც მას უკვე განსაკუთრებულად მეურვეობენ. ამას კი ჭირდება მისი მხრიდან ისეთი უნარების დახვეწა, როგორიიცაა დროული გახსნა, უბურთოდ სწორი გადაადგილება, გადაწყვეტილების მომენტალურად მიღება - ამაზე ბევრი სამუშაო აქვს. კვარა დიდი ტალანტია მაგრამ სამუშაო ჯერ ბევრი აქვს. გააკეთებს კიდევაც, ამაში დარწმუნებული ვარ. ხოდა კიდევ, ნუ დაახრჩვეთ ადამიანი, აცალეთ მშვიდად განვითარება და ფეხბურთის თამაში ჰეიტერებმაც და კერპთაყვანიმცემლებმაც!
არტ
23 ივნისი 2023 04:18
0
ვის ვთვლი კერპთაყვანისმცემლებად? იმ ადამიანებს, ვინც თვლის რომ კვარას არაფერი აქვს სასწავლი და დასახვეწი. იმათ ვინც საკმარისია კვარას რაღაცის გაუმჯობესება ურჩიო, როგორც გულშემატკივარმა, მზად არის ჩხუბი აგიტეხოს-კვარამ თვითონ იცის და როგორ ბედავ რჩევის მიცემასო! სად ამოიკითხე ძმურად, დამეწეროს კვარა თვითონ ვერ მიხედავს თავის სუსტ მხარეებსო ? დავწერე უკვე და ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ რომ მიხედავს. შრომა არ ეზარება და არც თავში აქვს ავარდნილი. კიდევ ერთხელ- კვარამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება არც ჰეიტერებს და არც კერპთაყვანისმცემლებს!
არტ
23 ივნისი 2023 22:17
0
სასწავლი თუ რაიმე აქვს როგორმე თვითონ მიხედავს მაგ საქმეს და ჰყავს მაგისთვის ტრენერი და სხვა პროფესიონალები. დივანზე წამოწოლილები ასწავლიან თამაშს კომენტარებში თუ როგორაა??
უვიცი და ჩასაფრებული ჰეითერებისგან დაცვა კერპთაყვანისმცემლობა არაა. ვერ გავიგე რას ეძახით კერპთაყვანისმცემლობას. ყველა ფეხბურთელს, ვისაც უსამართლოდ ლანძღავენ ჰყავს აგრეთვე გულშემატკივარი, რომელიც საკადრის პასუხს სცემს არგუმენტირებულად იმ ჩასაფრებულ მოღლიცინეებს.
ესაა კერპთაყვანისმცემლობა???
მაშინ გადაუარეთ ყველამ და ვინც ხმას ამოიღებს უსამართლობაზე ყველას კერპთაყვანისმცემელი ეძახეთ. უფრო მშვიდად იქნებით. ჰეითერები ყველას ჰყავს კი, მაგრამ თავისი ქვეყნის მოთამაშეს ისე არავის აგინებს როგორც საქართველოში და ისე არავის სძულს.
!!
23 ივნისი 2023 08:40
1
ყველა ნორმალ ფეხბურთის გულშემატკივარს გული გვწყდება რომ იმ ბრწყინვალე ხვიჩადან რომელიც მოწინაღმდეგე გუნდის დაცვას აწიოკებდა ესღა დარჩა.კიდევ თუ გააგრძელებთ დაუმსახურებელ ქებას ესეც აღარ დარჩება.
მორჩით ქაჯობას
22 ივნისი 2023 22:37
16
უღირსი ხალხი ხვიჩას ღირსი არ არის,როგორც კი ქართველთაგან ბრძენი და ნიჭიერი გამოერევა დაესევიან და დაჰკორტნიანო რა სწორი შეფასებაა
სვანსკი
23 ივნისი 2023 10:36
0
ვეჟო რა ენები და რა გაზეთები, თვალებს რა ვუყოთ? თავი მოვიტყუოთ. სპალეტი მაშინ აკრიტიკებდა, როცა მართლაც დაფრინავდა, აქებდა, როცა დაყვინა. ახლა სხვები ამავეს შვრებიან. რაის დეტალები, შედეგია საჭირო, რახან უცხოელი გეტყვით - მოიცა, თავი არ გააყანყალო. თერთმეტმეტრიანები არა, გოლები არა, გადაცემები უშედეგო...როგორ შევაფასოთ...პოლიქრონიონ?
ფიგარო
23 ივნისი 2023 10:22
6
ყველა გამოხმაურება
შეეშვით ამ ბიჭს თქვე არა "ქართველებო", ამ ბიჭმა სულ რაღაც ერთ წელიწადში გააკეთა იმდენი რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ გაუკეთებია 30 წლის განმავლობაში!!! კვარა შენ ხარ ის ადამიანი რომელმაც ის ხალხი მოიყვანე სტადიონზე ვინც საერთოდ გარტყმაში არ არის ფეხბურთის!!!!
მარტოხელა მგელი!
22 ივნისი 2023 21:58
1
Ასეთია ფეხბურთელის ხვედრი ,სულ ყურადღების ცენტრშია. Მით უმეტეს ჩვენთან. Ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დავმალავთ იმას რომ ხვიჩას თვალებში ცეცხლი არ ჰქონდა . Სად იყო ის ჟინი რომლითაც გამოირჩეოდა იტალიაში? Საკუთარი ქვეყნის დროშის ტარება კარგია მარა ორმაგი თავდადებული თამაშია საჭირო ნაკრებში. 22 წლის ბიჭის გადაღლის არ მჯერა საერთოდ
ირაკლი ქუთაისელი
23 ივნისი 2023 13:21
1
შოტლანდიასთანაც საჯარიმოში ისეთი ფინტი გააკეთა, პირი დავაღე,ქუსლით რომ შემოუტარა.
გოგა
22 ივნისი 2023 21:57
2
მემგონი ამ საიტმა დაღუპა ეს ბიჭი...
უვიცი
22 ივნისი 2023 20:46
12
ზღვისუბნის მესამე მიკროში შაბათ კვირას ბავშვები, რომ თამაშობენ, უბრალოდ ამოდით და უყურეთ რა ფინტებს აკეთებენ, ფინტი რომ შველოდეს საქმეს...
უვიცი
22 ივნისი 2023 20:42
10
აბა აქაურ აქოთებული სოროდან გამომძვრალ ხელმოცარულ ბოღმიანებს ჰკითხეთ, არის თუ არა კარგი ფეხბურთელი? :)))) ხელმოცარულებო, ძველით ახალ წელს ხვიჩამ რუსული ხომალდის მიმართულებით რომ გაგიშვათ, არ გეყოთ? მერამდენედ უნდა წახვიდეთ იმავე მიმართულებით? :)))))))))
რატი
22 ივნისი 2023 19:55
8
კიდე ბევრჯერ გაუშვებთ.
აი ქვემოთ ვიღაც ნაფტალინიანები წერენ, ფაფხურია ფინტები კი არაო, საერთოდ ფეხბურთის აზრზე არ არიან, მესიც ფაფხურა ყოფილა და მსოფლიო რომ გიჟდება კვარას ფინტებზე, ისინიც უცოდინრები.
მარტო ამ დივნის და კლავიატურის ექსპერტებს აქვთ თურმე ცოდნა.
იმედი მაქვს კარგად დაისვენებს კვარა და ივლისიდან მთელი ენერგიით შეუერთდება გუნდს, ამათ გულის გასახეთქად შარშანდელივით.
ამათი გაყუსვა ყველაზე მეტად მიხაროდა ხოლმე
!!
22 ივნისი 2023 21:25
0
სად ხედავთ ფინტს ამას ფაფხური ქვია.
ვა რა დონეა
22 ივნისი 2023 19:33
22
შენ ის არა ხარ. მესის რომ ვერ იტან? ხოდა ყველაფერი გასაგებია შენთან დაკავშირებით. წადი ძმა ბადმინტონს მიაწექი არაა შენი საქმე ფეხბურთი, რთული აღსაქმელია ნამეტანი...
რა დონეა-ს
23 ივნისი 2023 10:22
0
ნეტა ასე ფაფხურებდე შენ არა???
ვა რა დონეა -ს
22 ივნისი 2023 20:57
2
მხოლოდ ეს სიტყვები იყო დასატოვებელი ...საერთოდ სხვაგანაა!
ლაშა
22 ივნისი 2023 19:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული