"კვარაცხელიას ფრენბურთელის ხელფასი ექნება" - იტალიელი ჟურნალისტი გაკვირვებულია

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ, რომელიც გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებას გამოხატავს, ქართველთან „ნაპოლის“ მიერ ხელშეკრულების შესაძლო გაგრძელებაზე მოკლე პოსტი გამოაქვეყნა.

„მე წავიკითხე, რომ დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესანარჩუნებლად საჩემპიონო შეთავაზება აქვს - 3 მილიონი წელიწადში. იმისათვის, რათა გასაგები იყოს, ეს ორიგის, მატიჩის და ლოსანოს ხელფასებზე 25%-ით ნაკლებია. თუმცა, არ დაუზუსტებიათ, როგორი გასამრჯელო ექნება ჩემპიონს, სავარაუდოდ, როგორც ფრენბურთელის“, - წერს პალმერი თავის „ტვიტერზე“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს 1 სეზონით გაუხანგრძლივებს და ანაზღაურებას 1.25 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე (ბონუსების
ჩათვლით) გაუზრდის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
უპატივცემლობაა ეგ, ლიგის მვპ-ს და ოქროს ბურთის ნომინანტს მასეთი კონტრაქტი როგორ უნდა შესთავაზო?
Ixvi
18:47 24-06-2023
1
კიდევ ერთი წელი ნაპოლში და მერე ჩაო ლაურენტისს.
გიორგი
19:30 24-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული