"ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევს" - ძაკარდომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Sportitalia-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" ახალგაზრდა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"მილანის" ყოფილი მცველის თქმით, ხვიჩას მომდევნო სეზონში ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევს.

"კვარამ" ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა და ბედნიერი ვარ, რომ ის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. მე მას ვიცნობ. ამ ბიჭს მუდამ განვითარება სურს. ქართველი ნამდვილი პროფესიონალია. მთლიანობაში "ნაპოლიმ" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და "პარტენოპეიმ" სკუდეტო დაიმსახურა, თუმცა ხვიჩას და "ნაპოლის" მომდევნო სეზონში ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევთ", - განაცხადა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით გასულ
სეზონში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

altESPN: პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეიძინოს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვამბობდი და არ დამიჯერეთ.თავის აგდების საშუალება ახლა მაინც არ მისცე ნაპოლის მფლობელს.ანაზღაურება ვარსკვლავის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია.ქართულ ჯიგრულ პონტში თუ ჯუღელს ყველაფერში დაუჯერებ მალე კარისკაცის ხელფასზე დაგიყვანენ.ნუ გააბრიყვებინებ თავს დე ლაურეატის.@ორულად ეგ იქცევა და უკან ნუ იხევ.
გიგა
17:25 29-06-2023
1
ასეთი ჩავარდნა?
xuta
10:38 27-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული