რუსების უარი ქართული პასპორტის გამო - მარადიშვილი მალე "ჯვაროსნების" რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
"ურალის" პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა კონსტანტინ მარადიშვილის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე უარი თქვეს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდში ბევრი ლეგიონერია, მარადიშვილი კი უახლოეს პერიოდში ქართულ პასპორტს აიღებს, ეკატერინბურგელებს კიდევ ერთი ლეგიონერი დაემატებათ, რაც არ აწყობთ.

"მარადიშვილის დამატება ჩვენთვის ახლა მომგებიანი აღარ არის, რადგან ის მალე ქართულ პასპორტს აიღებს.

გუნდში ისედაც ბევრი უცხოელი გვყავს და მას კვლავ რუსული პასპორტი რომ ჰქონოდა, სულ სხვა საკითხი იქნებოდა.

ახლ კი ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს",
- თქვა ივანოვმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მარადიშვილი, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია, ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თუ საქართველოს ნაკრებს გამოადგება, მაგას რა სჯობს
მიხო
27 ივნისი 2023 18:35
6
ნაკრებში საჭირო კაცია და დანარჩენი სულ არ მაინტერესებს, ნაკრებში თუ კარგად ითამაშა, ევროპისკენაც გაეხსნება გზა, მთავარია ნაკრებს გამოადგეს.
გოგა
27 ივნისი 2023 15:53
7
მისცენ რა დროულად ეს პასპორტი იქნებ ნაკრებს ეშველოს ეამე მოედნის საყრდენ ნაწილში თორე კვეკვესკირის იმედად ვერ გავფრინდებით
მათე
27 ივნისი 2023 17:23
1
ძალიან კარგი!
კეთილი და წარმატებული იყოს მისი ფეხი!
ოღონდ ქართულის სწავლა და ჰიმნის სწავლაც მოგიწევს, ჯიგარო!
Bagrat
27 ივნისი 2023 16:56
1
ეს ბიჭი არის რუსი სულით და გულით!!! წაიკითხეთ ამისი ძველი ინტერვიუები და თარგმნეთ ეგ სტატიებიც!! ეხლა ევროპული კარიერა უნდა და იყენებს ამისთვის საქართველოს ნაკრებს!!!! საქართველო ამათი გამოსაყენებელი ქვეყანა არ არის!!! როცა აწყობთ მარტო მაშინ რო ახსენდებათ!! და სტატიის ავტორს ურჩევნია საქართველოში მოთამაშე ნამდვილად ქართველებს დაუთმოს დრო!!!
d
27 ივნისი 2023 13:11
27
სწორი გააკეთა, რუსეთის ჩემპიონატში კარგა ხანს ვერავინ შეამჩნევდა, საქართველოს ნაკრების წევრი კი სხვა სიმაღლეა.
ჟორა
27 ივნისი 2023 16:39
1
კოტე წადი სადმე ბიჭო რა ურალიიი სლასკში გადადი ავსტრიაში დავიჯერო არ აგიყვანეეენ ?? ან მაგალითად საფრანგეთის მეორე ლიგის პარიზი არ აგიყვანს დავიჯეროო ?? რა ურალი
bejo
27 ივნისი 2023 13:55
3
კი მაგრამ ჩვენ რად გვინდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაპარჩაკებულ რუსეთის ჩემპიონატშიც კი აღარ უნდათ?
ტტტ
27 ივნისი 2023 12:48
16
აქამდე სად იყო??? ეხლა დაინახა ქართველების წინსვლა და ქართველობა მოუნდა?! ჩემთვის ისევ არარაობა რუსი იქნება. იმედია ნაკრების მაისურს ვერასდროს ჩაიცმევს და ქართული დროშა არასოდეს ეხატება მაისურზე
დათო
27 ივნისი 2023 21:18
65
რატომ ვერ ჩაიცმევს საბა საზანოვი. ყველას გაუმარჯოს ვისაც საქართველოსთვის რაღაცის გაკეთება უნდა.
დათო
27 ივნისი 2023 22:11
1
კონკრეტული ფეხბურთელები აღმასვლას განიცდიან და წინსვლაში რას გულისხმობ სხვა მხრივ???? გავედით სადმე? თუ კვიპროსში რო მოვუგეთ წვალებით წინსვლაში ამას გულისხმობ????
ირაკლი
27 ივნისი 2023 22:28
4
ყველა გამოხმაურება
ჯერ ნორმალური კლუბი იპოვოს სადაც პრაქტიკა ექნება და მერე ნაკრებში გამოძახება.ლოკომოტივის ძირითადში რომ ვეღარ ხვდებოდა ესეიგი არის რაღაც მიზეზი და პასპორტი არაფერ შუაშია,რადგან სანამ მტკიცე უარზე იყო და რუსეთის ნაკრები სურდა,ჯერ კიდევ მაშინ ამოვარდა სასტარტო შემადგენლობიდან.პასპორტის აღება არ ნიშნავს,რომ ნაკრებში უნდა გამოგიძახონ ეგრევე.მითუმეტეს ახალგაზრდულმა ევრომ დაგვანახა,რომ ნახევარდაცვის ცენტრში გვყავს ნიჭიერი ბიჭები:მექვაბიშვილი,ლომინაძე,გაგნიძე(ნიკა და ლუკა)შესაბამისად არანაირად არ ექნება მარადიშვილს გარანტირებული ადგილი ნაკრებში.
მეზღვაური
27 ივნისი 2023 12:42
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული