აზაროვის შეძენის სურვილი "შახტარმა" გამოთქვა

AutoSharing Option
ua-football-ი Mozzart Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ცრვენა ზვეზდას" 21 წლის მცველით, ირაკლი აზაროვით, "შახტარი" დაინტერესდა, რომლის ღირსებას აგრეთვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აზაროვს გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, "შახტარი" მზადაა 3 მილიონ ევროდ შეიძინოს, ბელგრადული კლუბი კი შეთავაზებაზე ფიქრობს, რადგან ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მილან როდიჩის სახით გუნდში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი დარჩება.

ხაზგასმულია, რომ ირაკლი "ცრვენა ზვეზდამ" ბათუმის "დინამოსგან" ერთი წლის წინ 200 ათასად შეიძინა.  ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის წყალობით მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა (1.2 მილიონი) და
ახალგაზრდული ევროპირველობის შემდეგ კიდევ უფრო მოიმატებს.

სერბულ გუნდში აზაროვმა გასულ სეზონში 29 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოგვაცილეთ რა ეს შახტიორები ცრვენა ზვეზდები და მახაჩკალები!!!!წავიდა ეგ დრო ეხლა გვინა ტოპ 5 მხოლოდ და მორჩა!!!!აი თუნდაც ესპანეთის კადისში გადავიდეს მირჩევნია ვიდრე შახტარში
შახრუდინი
02:34 28-06-2023
2
შახტარს შეუძლია შავი ძაღლის ტრანსფერი გაჩარხოს პირველ ტაიმში, რომ შემოვიდა!
მწვრთნელი
15:35 28-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული