"ბორდო" გულშემატკივრებს ზურიკოსთან კონტრაქტის გაფორმებას ულოცავს

AutoSharing Option
"ბორდოს" საიტი გულშემატკივრებს სიხარულით ატყობინებს, რომ 22 წლის ქართველ ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილთან ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.

ჟირონდულმა კლუბმა ოფციით ისარგებლა და ბათუმის "დინამოსგან" დავითაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა:

"ქართველი "ბორდოს" 2022 წლის აგვისტოს ბოლოს შეუერთდა, მაშინვე გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, სეზონი სრულად ჩაატარა, ყველა ტურნირზე 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კერძოდ, "მატმიუტ-ატლანტიკზე" "დიჟონთან" (2:1), "სოშოსთან" (2:1) და "ლავალთან" (3:0) გადამწყვეტი გოლები გაიტანა.

სწრაფი შემტევი საქართველოს ნაკრების წევრია. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 26 შეხვედრაში 4 გოლია, ამჟამად 21-წლამდელთა
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს, სადაც საქართველო მეოთხედფინალში გავიდა.

კლუბი მოხარულია, რომ მომავალ სეზონებში ზურიკოს იმედი შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ მას ევროპირველობის ფინიშზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ და მოუთმენლად ველით მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე!"

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბორდოს" ტრანსფერი 1.25 მილიონი ევრო დაუჯდა.

altვაისი: საქართველოს ევროპირველობის მოგება შეუძლია - მათ ვგულშემატკივრობ

altSudouest: ზურიკო კაშკაშებს და "ბორდოს" უკვე რამდენიმე კლუბმა მიმართა

altშოთა არველაძე ზურიკოს გოლსა და ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა

alt"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმათ კი ულოცავენ მაგრამ ჩვენ მოსალოცი ნაღდად არ გვაქვს ! აი ასე აწერენ ხელს დიდხნიან კონტრაქტებზე ჭ კლასის გუნდებთან და მერე შებორკილები არიან @ აგერ გვაქვს ჩაკვეტაძის მაგალითი @@
zura222
16:22 29-06-2023
0
15 მლ-ონი ეღირებაა-გრამაფონშია ან ეღირება ან არაა. ან კიდევ 3-0-ზე გადამწყვეტი-გამარჯვების გოლი რომელიაა. ეგ სანამ პასის მიცემას და გულდურ თამაშს არ ისწავლის, ათასში ერთხელ ყველა დამცველს არ მოატყებს და ყარაულის თოფივით არ გაუვარდება, სულ დაბალ ლიგებში იქნება და ფასიც ეს ექნება რაც გადაუხდა ბორდოს ან ცოტა მეტი.
Jora-giorgi
10:29 29-06-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული