fussball News: "ჰამბურგი" უშანსოდაა - საზონოვს იტალიური კლუბები იწვევენ

AutoSharing Option
უცხოური სპორტული მედიასაშუალებები ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობას აღნიშნავენ და რა გასაკვირია, რომ ჩვენი ფეხბურთელებით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ. რამდენიმე დღის წინ გერმანული Hamburger Morgenpost-ი იტყობინებოდა, რომ ცენტრალური მცველის საბა საზონოვის გადაბირებას "ჰამბურგი" შეეცდება. დღეს კი fussball News-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საზონოვმა ტურნირზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა და შეიძლება "ჰამბურგმა" ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლოს, ვინაიდან მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული და განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობენ, ხოლო ფასის გათვალისწინებით, ჰამბურგელთა შანსები მინიმალურია.

საბას მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს
გაფორმებული, ამჟამად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და გუნდის გამოცვლაზე შემდეგ იფიქრებს.

იტალიური კლუბების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მოყვანილია საზონოვის სტატისტიკური მაჩვენებელი - ნიდერლანდებთან მატჩში მან ორთაბრძოლების 88% მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
საბა ძალიან კარგი მცველია და მოუმატებს კიდევაც, მთავარია კარგი გუნდი და სათაშო დრო..საბა თან კარგი მაგალითია იმის, რომ ეროვნება გვარით არ განისაზღვრება. მჳენივრად ლაპარაკობს ქართულად, ყველამ ვნახეთ როგორ მღეროდა საქართველოს ჰიმნს. საზობოვი ქართველია, ჯიქიასგან განსხვავებით
არტ
01 ივლისი 2023 02:35
2
ხედავთ რა ჭკვიანები აღმოჩნდნენ საბას მშობლები? ბიჭი საქართველოს ნაკრებს რომ დაუკავშირეს. მოსკოვის დინამოში საუკუნე, რომ ეთამაშა ვერავინ შეამჩნევდა.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ივნისი 2023 23:49
1
ვფიქრობ მართლაც კარგი მცველია, იმედია კიდევ უკეთესი გახდება, საბას და დანარჩენ ფეხბურთელებს წარმატებას ვუსურვებ..
O.K.
30 ივნისი 2023 23:42
0
საზანოვის დედა ყოფილა საქართველოს პატრიოტი შვილი!!მადლობას ვუხდი ამ ქალბატონს!!!
ლადო
01 ივლისი 2023 02:07
1
ყველა მცველი მომეწონა ამ 21 წლიანებში. შაზონოვი მართლაც საუკეთესოდ თამაშობს, მოედანსაც კარგად ხედავს, გრძელი პასებიც კარგად გამოსდის და გოლის დროს ადგილიც კარგად შეარჩია. გელაშვილი და კალანდაძეც ძალიან მომწონს.
simartle
01 ივლისი 2023 00:14
1
პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ საბას დედას. აღტაცებაში მომიყვანა ამ მანდილოსნის საქციელმა და სამადლობელი სიტყვები არ მყოფნის. მალე იტალია საქართველოს ნაკრების ბაზად იქცევა და მერე რომელ კლუბს უნდა ვუგულშემატკივროთ
თენგაბი
01 ივლისი 2023 10:30
0
კარგი დედის გაზდილი კარგი შვილი, კარგი ფეხბურთელი გამოვიდა და ეს ბიჭი საქართველოს შვილია ახლა. მჯერე საბას წარმატების. მომწონს დაცვაშიც და სტანდარტულიდან გოლიც გაიტანა, პასები აქვს გრძელი. გელაშვილი და კერესელიძეც კარგი ბიჭები არიან. ამ ნაკრებიდან რამოდენიმე ბიჭს წაიყვანენ ამ ჩემპის შემდეგ.
G.LA
01 ივლისი 2023 08:39
1
ასაკი მაგრა უწყობს ხელს, იტალიაში რომ გადავიდეს, ძალინ დიდ გამოცდილებას დააგროვებს და მაგრად დაიხვეწება , 2-3 წელიწადში სულ სხვა დონეზე ავა.
Vasili
01 ივლისი 2023 10:09
0
არც საბა და საერთოდ არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მემეტება,ისეთი ფეხბურთისათვის,როგორსაც ჰამბურგი თამაშობს.ყოველ შემთხვევაში,როგორსაც ჩაკვეს იქ ყოფნის დროს თამაშობდა.
სოსო
01 ივლისი 2023 08:59
0
ისე ებრაელებივით დედის გვარზე რომ გადადიოდნენ ქართველები უკეთესი იქნება,დედით ქართველები უფრო ამართლებენ უფრო პატრიოტებიც არიან!!!
!!
01 ივლისი 2023 02:10
29
ამ შემთხვევაში თითქმის მთელ საქართველოს მეგრული გვარი ექნებოდა,მათ შორი ნაკრების ძველ და მოქმედ ფეხბურთელებს.
ჯერ ისედაც რამდენი მათგანის გვარზე არის ძე და შვილი დაბოლოება მიბმული ძველ დრიში პასპორტიზაციის დროს,მაგალითად ლობჟანია,დავითაია,ჩაკ ვეტაია,კაკუბავა(კაკაბაძე)წიტაში(წიტაიშვილი),წიტაიშვილი ისედაც მეგრელია და მეგრელობა)ლაზურმეგრულიი გვარი,,მექვაბია,გულია,კიტია,კალანდია,აკობია და ასე.შ...რა ჩამოთვლის
სოსო
01 ივლისი 2023 11:47
7

სიახლეები პოპულარული