კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა სალუქვაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარა" "რეალში" ან "ბარსელონაში" სათამაშოდ უკვე მზადაა.

"ქართველები ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ეს ბიჭი ქართველებისთვის ნამდვილი ოქროა. ვფიქრობ, რომ "ნაპოლიში" უნდა დარჩეს. თუმცა თუ წინადადებებს "რეალის" ან "ბარსელონას" დონის კლუბებისგან მიიღებს, შეუძლია, წავიდეს.

თუ ხვიჩა უახლოეს მომავალში გუნდს არ გამოიცვლის, ეს ტრაგედია არ იქნება. კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს,
რომელიც მის მომავალზე ზრუნავს. - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

altხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეხლა როგორ გვჭირდება ისრაელთან მაგრამ ბიჭმა თაფლობისთვე მაქვს და არ მცალიაო ოკ!
ქინქლაძე 2
21:30 01-07-2023
3
ნუ გააფეტიშებთ ამ ბიჭს და საერთოდ ვინმეს,თორემ ადამიანს უჭირს ამხელა ტვირთის ზიდვა და მერე ეს უარყოფითად აისახება.
status quo
12:26 01-07-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული