"გარსია "კვარას" სწორედ ამას მოსთხოვს" - რას წერს იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა IL Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, მომდევნო სეზონში გუნდის ლიდერად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი ელოდება, რომ "კვარა" კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

"რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიასგან ყველაზე მეტს ელოდება. ქართველი ფეხბურთელი "მარადონაზე" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაიბრწყინებს. მის ახალ მწვრთნელს ტექნიკური ფეხბურთელები ძალიან მოსწონს. გარსია ხვიჩას ხარისხის გაუმჯობესებას მოსთხოვს, რადგან ფრანგი თვლის, რომ ახალგაზრდა გარემარბი "ნაპოლის" ლიდერი უნდა გახდეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39
მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altმარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

alt"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 43 /
როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა მაშინ სად იყავით ეს ხალხი რომ გამოხტებით და უი ხვიჩა ჩვენი ოქროაო რა მაშინ ოქრო არიყო საზონოვს რა დღეში აგდებდით აგინებდით მხოლოთ იმიტომ რომ მამით რუსია არა და ისეთ სისულელებს იძახთით თითქოს მაგის მამა ქართველებს ბომბავდაო აი ესარის ჩვენი სახე ქართველების პირში ველაქუცებით და ზურგსუკან ვაგინებთ ერთმანეთს
მიხეილი
13:40 07-07-2023
0
არ გრცხვენიათ,ხვიჩას,რომ ლანძღავთ,რატომ ლანძღავთ?თქვენ კვარას მარტო იმისთვის კი არ აგინებთ და ლანძღავთ,რომ ახალგაზრდულში არ ითამაშა,არამედ იმისთვის,რომ წარმატებულია,ამას თქვენ გასულ სათამაშო სეზონზეც აკეთებდით,ბოღმისაგან და ღვარძლისაგან იხრჩობოდით,სეზონის ბოლოს,როცა გაიგეთ,რომ კვარა თითქმის ყველაფერში პირველია,მთლად გაგიჟდით და დაიწყეთ აგდებული კომენტარების წერა კვარაზე,ახლა ხომ მეცხრე ცაზე ხართ,ახალგაზრდულში არ ითამაშაო და გაათმაგებით ლანძღავთ,არ ვფიქრობთ იმაზე,რომ მთელი სეზონი რამხელა ტვირთი ავკიდეთ ჩვენ ქართველებამა კვარას და არა მარტო ჩვენ თავად ნეაპოლელებმა სკუდეტოს მოპოვება ლამის კვარას დაავალეს,ამას დაუმატეთ ევროპის წამყვანი სპოტული გაზეთებისა და წამყვანი დიდი სპეციალისტების შეფასებები,ძირითადად დადებითი.
მრავალმხრივ წნეხში აღმოჩნდა ხვიჩა,როგორც ფიზიკურად,ისე სულიერად,მორალურად თუ ზნეობრივად,მიუხედავად ამისა ყველა საწადელს მიაღწია ხვიჩამ და,რა თქმა უნდა დაიღალა,რაც მის ბოლო თამაშებს დაეტყო კიდეც,რა თქმა უნდა სხვებიც დაიღალნენ,მაგრამ ხვიჩასავით არავინ არ დაღლილა,რადგან მას დიდი ტვირთი ავკიდეთ,ჰოდა ხვიჩას ამ ტვირთის ტარების შემდეგ უნდა აუცილებლად დაესვენა,ვინც ვერ პატიობთ დასვენებას,თქვენი საქმეა,მაგრამ ლანძღვას რას ემართლებით?შეჩერდით იქედნეთა ნაშობნო.
თერჯოლელი
21:20 06-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული